რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პოლიციელების ქეიფს უკვე 5 ადამიანის თავისუფლება შეეწირა
გორში მცხოვრებ ახალგაზრდებს - ლევან სანთელაძეს, გიორგი ახალკაცს, ლევან ქოქოშვილს და რატი საბანაძეს მოსამართლის შეურაცხყოფისა და სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გუშინ საღამოს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, გირაოს შემთხვევაში ბრალდებული პირები, წინასწარ გამოძიებას ხელს შეუშლიან, სავარაუდოდ, მოწმეებზე მოახდენენ ზეწოლას, რის გამოც, გამოძიების პროცესში ჭეშმარიტი სიმართლის დადგენა გაჭირდება.

აღნიშნული მოსაზრება მიუღებელია ბრალდებულების ადვოკატებისთვის, რადგან 2016 წლის 23 ივლისს გორის სასამართლოს დარბაზში მომხდარი ინციდენტი ახალგაზრდების მხრიდან აფექტურ მდგომარეობაში მოხდა, რადგან ქმედება გაუთვითცნობირებლად და წინასწარი განზრახვის გარეშე განახორციელეს.

რა მოხდა სხდომის დარბაზში?

2016 წლის 23 ივლისს გორის სასამართლოში ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა. კერძოდ, მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი ღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის თაობაზე მსჯელობდნენ.

ადვოკატი იზო რაზმაძე წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სახით რამაზ ქოქოშვილის გათავისუფლებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.

მოსამართლე ბრალდებულის ვიზუალური მდგომარეობით არ დაკმაყოფილდა, მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო ცნობა ვერ წარუდგინეს, შესაბამისად, იზო რაზმაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პატიმარმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, თავი შეუძლოდ იგრძნო, რამაც დარბაზში მყოფი ახალგაზრდების აღელვება გამოიწვია.

აღელვების პროცესში რამდენიმე პირი მანდატურის ბარიერის მიღმა გადავიდა და, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, მოსამართლესა და პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მანდატურების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ასევე, დააზიანეს სასამართლოს სხდომის დარბაზში არსებული ინვენტარის გარკვეული ნაწილი.

სასამართლოს სხდომის შემდეგ ერთ საათში 4 პირი დააკავეს. პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს სხვა პირთა დადგენაც.

ეს ქმედება პროკურატურამ წინასწარ განზარხვით და არეულობის შექმნის მიზნით ჯგუფის ორგანიზებით დააკვალიფიცირა, რაც თავისი შინაარსის მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში კი, წინასწარი პატიმრობა მოსამართლის მხრიდან გარანტირებულია.

როგორც ადვოკატი კახა კალმახელიძე ამბობს, თავდაპირველად, პროკურატურამ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ნივთის დაზიანების კვალიფიკაციით ხასიათდება და შედარებით მსუბუქი კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.

აქედან გამომდინარე, ადვოკატი და გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი თვლის, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდების ბრალი სპეციალურად დაამძიმოს და ისინი დასაჯოს.

ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის საქმე

მოსამართლის უპატივცემულობის გამო დაკავებული ბრალდებულები მხარდაჭერას რამაზ ქოქოშვილს უცხადებდნენ და რამდენიმე დღე შიმშილობდნენ.

თვით რამაზ ქოქოშვილი, ადვოკატ იზო რაზმაძის განცხადებით, დაკავების დღიდან საპატიმროში შიმშილობს.

მას ბრალად პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ედება. ის 2016 წლის 2 ივნისს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და 353-ე მუხლი (პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევა) წაუყენეს.

თავისი სიმძიმიდან გამომდინარე 72 საათში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ რამაზ ქოქოშვილს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და 353-ე მუხლი უსამართლოა.

რეალურად, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რამაზ ქოქოშვილს პოლიციელები დაკავებამდე ორი საათის ადრე რესტორან ,,დარიალში" დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, რამაზ ქოქოშვილს რესტორან ,,დარიალში" შეკამათება ვლადიმერ შავდათუაშვილთან მოუვიდა.

ამ დროს, რესტორანში პოლიციელები ქეიფობდნენ და პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ.

ჩხუბი მიწყნარდა, პოლიციაც და სუფროს მონაწილეებიც დაიშალდნენ.

მოგვიანებით, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს სამსახურში დაუჩივლია, რომ მას უცნობმა პირმა დაარტყა.

ჩხუბიდან ორ საათში რამაზ ქოქოშვილის დაკავების ოპერაცია დაიგეგმა, ოღონდ, არა ვინმეს ცემის, არამედ პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით.

სწორედ, ამ ფაქტს დაკავებულისა და მისი მეგობრების პროტესტი, შიმშილობა მოჰყვა.

ხოლო სასამართლო სხდომაზე არეულობა.

პოლიციელების ქეიფს უკვე 5 ადამიანის პატიმრობა შეეწირა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას
ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
12:06 / 10.05.2024
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ
ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
16:47 / 09.05.2024
,,მელაკუდაში
,,მელაკუდაში" წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტს,
13:24 / 09.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.