რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ვინ არიან ,,ქართული ოცნების" კანდიდატები შიდა ქართლში
ფოტოზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) თენგიზ ხუბულური, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე, ვალერი გელაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ გორში წარმოადგენს იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი, ირაკლი მეზურნიშვილი.

იოსებ მაკრახიძე (ქალაქი გორი)

იოსებ მაკრახიძე სამშენებლო კომპანია ,,იბოლიას" ხელმძღვანელია, რომელიც ძირითადად ასფალ-ბეტონის სამუშაოებს წლების განმავლობაში ამუშავებს.

ჯერ კიდევ 2011 წელს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ბეჭდური ვერსია ,,ქართლის ხმა" წერდა, რომ ,,იბოლია" და მისი ხელმძღვანელი მაშინდელი მმართველის გუნდის ,,ნაციონალური მოძრაობის" მსხვილი შემწირველია.

,,იბოლიამ" ნაციონალურ მოძრაობას იმ პერიოდში 50 000 ლარი შესწრია. პარალელურად, აღნიშნული კომპანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულის სტატუსით მონაწილეობდა.

სოსო მაკრახიძის ძმა, ალიკა მაკრახიძე ასევე სამშენებლო კომპანიის ,,არქმშენსტუდია 2002"-ის დირექტორია. აღნიშნული კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობდა და მუშაობდა ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში.

მეორე ძმა მაკრახიძე ორი წლის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობდა, რომ ,,ნაციონალების" დროს უფრო მალე აკრებდნენ ასფალტს.

თენგიზ ხუბულური (გორის რაიონი)

თემურ ხუბულური (დაიბადა 1955, სკრა, გორის რაიონი) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979).

1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი 95 კგ. წონით კატეგორიაში.

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1979, 1981), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1976, 1979 და ვერცხლის პრიზიორი (1981).

ასევე ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი (1974) და ევროპის ჩემპიონი (1975). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979),

სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 1982), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976).

საქართველოს პარლამენტის წევრად 2012 წლის არჩევნებზე პარტიული სიით აირჩიეს.

2015 წლის მისი შვილი ვაკეში ფეხებში დაჭრეს. 


გიორგი თოთლაძე (ქარელი)

32 წლის თოთლაძე ჭიდაობა-ძიუდოში რაიონსა და საქართველოს 1998 წლიდან ასახელებდა. ასე მაგალითად, 1998 წელს ჭიდაობა-ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1999 წელს გორის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2000 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა; 2002 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის მოიპოვა; 2003 წელს კი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა-ძიუდოში მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის ვანო არდემანაშვილის თქმით, ტრავმამ ახალგაზრდა მოჭიდავეს კარიერა დაუსრულა. სამაგიეროდ, სპორტიდან წასული თოთლაძე პოლიტიკაში გამოჩნდა.

2008 წლის მაისში, ,,ნაციონალების" დროს, ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა და ამ პოსტზე 2009 წლის ნოემბრამდე დაჰყო. 2010 წლის სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და ოქტომბრის ბოლოს გადადგა.

პარტია ,,ქართულ ოცნებაში" 2013 წლის იანვარში შევიდა

,,როდესაც მივატოვე ,,ნაციონალური მოძრაობა", ცოტა ხანს რუსეთში წავედი. იქ იმ დრომდე გავჩერდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ ჩემი თავი სამშობლოს ჭირდებოდა. ამიტომ, დავბრუნდი საქართველოში და გავწევრიანდი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულ ოცნებაში" - გვითხრა ერთხელ თოთლაძემ.


ირაკლი მეზურნიშვილი (კასპი)

ირაკლი მეზურნიშვილი წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქიდანაა.

გასულ თვეს მეზურნიშვილმა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, ქვეყანაში მოქმედი აშშ-ის ყველა ელჩი მონაწილეობს.

"აშშ-საქართველოს ურთიერთობებში თითოეულმა ელჩმა განსაკუთრებული როლი შეასრულა, ყველა მათგანს განსაკუთრებული მისია ჰქონდა. ჩემის აზრით, ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა" - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა საზოგადოებრივ ფორუმ ,,ამერიკის ნამდვილ მეგორების" წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. 

ვალერი გელაშვილი (ხაშური)

ვალერი გელაშვილი (დაიბადა 1960 წელს) —  საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტი.

1997-1999წწ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

გელაშვილს ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანია „ევრა“,რომელიც 2005 წელს აშენებდა ავლაბრის რეზიდენციას, თუმცა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა წარმოიშვა და მშენებლობა სხვა კომპანიას გადაეცა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.