რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
სადგურის დასახლების მთავარი მაგისტრალისთვის 2 მლნ ლარი გამოიყო
ქალაქ გორში, სადგურის დასახლების მთავარი მაგისტრალების - კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების მოასფალტებისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყო.

ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სადგურელებთან გამართულ შეხვედრის დროს ესაუბრა.

ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ტენდერი 12 სექტემბერს დასრულდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია უფლისციხისკენ და ატენისკენ მიმავალ გზაზე ასფალტის ახალ საფარს წლის ბოლმდე დააგებს.

კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩები საკანალიზაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა. სატრანსპორტო მიმოსვლა გახშირებულია. დაზიანებული საფარის გამო უკმაყოფილებას ტურისტულ ზონისკენ მიმავალი მგზვრებიც გამოთქვამენ.

პროექტი  სანიაღვრე სისტემის, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციაა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ზუსტი ღირებულება კი,  2 011 008 ლარს შეადგენს.

„ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზის დასახლებაში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება. უკვე მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და კანალიზაციის ქსელი, რომელიც აღნიშნულ დასახლებას არასდროს ჰქონია. რეაბილიტირდა დაახლოებით 6,5 კმ სიგრძის გზა და ამავე სიგრძის სანიაღვრე სისტემა. დარჩენილი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია დასახლებაში არსებული სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვფიქრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ავაშენოთ საბავშვო ბაღი.“ - აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.