რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
რამაზ ქოქოშვილს პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დაუმტკიცდა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ ბრალდებული
რამაზ ქოქოშვილი გაამართლა.
ამის შესახებ მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრის მხარდამჭერების პროტესტი მის წინააღმდეგ გაუგებარი იყო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, არავინ იცოდა.
ქოქოშვილს ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. გამოძიებას მტკიცებულებად, მხოლოდ, მოწმე პოლიციელების ჩვენებები ჰქონდა.
ყველაფერი 2016 წლის 2 ივნისს დაიწყო.
პროკურატურის მტკიცებით, გორის პოლიციის უფროსის მოადგილე ლომიძე რესტორანში ცემეს. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, სხეულზე მას ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები დაუდგინდა.
ლომიძეს შეურაცხყოფა რესტორან ,,დარიალში" მიაყენეს. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელსაც კონფლიქტი გვერდით მაგიდის სუფრის წევრებთან მოუვიდა.
პროკურატურის მტკიცებით, პიროვნება, რომელმაც ლომიძე სცემა, მიიმალა. ეჭვი გორში მცხოვრებ რამაზ ქოქოშვილს მიიტანეს.
კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ქოქოშვილს და მის მეგობრებს ქალაქის ქუჩებში დაუწყეს ძებნა. მათ შარტავას ქუჩაზე დაეწივნენ, ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ ქოქოშვილი დააკავეს.
რამაზ ქოქოშვილს წინასწარი პატიმრომა მიუსაჯეს. ამის შემდეგ ბრალდებულმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მას სოლიდარობა მეგობრებმა და ახლობლებმა გამოუცხადეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, ჯერ მთავარ პროკურატურასთან, შემდეგ - გორის სასამართლოსთან გაიმართა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქოქოშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი წინასწარი პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა. იმის გამო, რომ საქმეში შესაბამისი სამედიცინო დასკვნა არ იდო, მოსამართლე პატიმრობას არ ცვლიდა.
ერთერთ სასამართლო პროცესზე დარბაზში ხმაური ატყდა და მხარდამჭერებმა პროკურორის და მოსამართლის მიმართ აგრესია გამოხატეს. სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო, სამი პირი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარეს.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები