რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ ვეტერანებისთვის გათვალისწინებულ ინიციატივებზე ისაუბრა
,,თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ოპონენტებს
წინასაარჩევნოდ მაინც გაიხსენონ ვეტერანები და დაუყოვნებლივ
წარმოადგინონ მათთვის ღირსეული პროგრამა", - ამის შესახებ 8
სექტემბერს, გორში ირაკლი ალასანიამ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრ
ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანთა შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის განხორციელებას 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ გეგმავს.
“თავისუფალი დემოკრატები” იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ვეტერანების საქმეების პოლიტიკის განმსაზღვრავი მუდმივმოქმედი კომიტეტი ან ქვეკომიტეტი.
ასევე, განხორციელდება ომის ვეტერანთა სოციალური პრობლემების დარეგულირება. აღადგენენ და გაზრდიან კომუნალურ სუბსიდიას ვეტერანებისათვის 22 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე თვეში.
შ.შ.მ.პ პირებისათვის ( შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) 44 ლარის ნაცვლად 90 ლარამდე (აქ საუბარია ომში მიღებულ ტრამვებიდან გამომდინარე დაინვალიდებულ პირებზე).
ქალაქისა და რაიონის შიდა მარშუტებზე ( სამარშუტო ტაქსები, მეტრო, ავტობუსები) მგზავრობა იქნება უფასო. (დღეს თბილისში, სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ნახევარს იხდის მერია (მხოლოდ თბილისში)),
გაორმაგდება საგადასახადო კოდექსით ვეტერანებისათვის განსაზღვრული 3000 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი და გახდება 6000 ლარი წელიწადში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ავღანეთისა და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პირებზე; შ.შ.მ.პ. პირებისათვის განისაზღვრება 9 000 ლარი წელიწადში.
სასოფლო სამეურნეო პროგრამების განსახორციელებლად, ვეტერანებს მრავალწლიანი იჯარით გადაეცემა სასოფლო სამეურნეო მიწები სიმბოლურ ფასად.
შ.შ.მ.პ პირების და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა შვილებისათვის უმაღლეს სასწავლებელში და მაგისტრატურაში სწავლება უფასო.
ვეტერანთა შვილებისათვის მაგისტრატურაში სწავლება უფასო (სახელმწიფო ხარჯებით).
განხორციელდება ვეტერანთა ჰოსპოტალის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. დასავლეთ საქართველოში გაიხსნება მეორე ჰოსპიტალი. შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები.
ვეტერანთა ჰოსპიტალებთან აღდგება შ.შ.მ.პ.-ს დამდგენი კომისიის მუშაობა.
გარდაცვალებისას სამხედრო წესით დასაფლავება.
ვეტერანები განთავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
შეიქმნება ვეტერანთა საძმო სასაფლაო (აშშ-ს არლინგტონის სასაფლაოს მსგავსად)
სამხედრო პენსიონერებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განისაზღვრება სრული მოცულობით სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე.
კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის შესაბამისად, 65 წლის ასაკამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ენიშნება სრული კომპენსაციის 80%, მაშინ როდესაც “სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს (კატეგორიების მიხედვით), რომელიც 65 წელზე ბევრად ნაკლებია.
,,ირაკლი ალასანიას არა ერთი ნაბიჯი გადაუდგამს ვეტერანების პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ამის ნათელი მაგალითია მისი მინისტრობის დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა. შეუძლებელია დავივიწყოთ ირაკლი ალასანიას მინისტრობისას ომში დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ყოველთვიურად 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნა. ამას აქვს კანონის ძალა და ვერ შეცვლის ვერც ერთი ხელისუფლება“, - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები