რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ალასანიამ ოქრუაშვილს 41 უბნიდან 27 უბანზე მოუგო
გორის მაჟორიტარულ ოლქში ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი
ალასანია მეორე ტურშია.
ის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს 2 512 ხმით ჩამორჩება.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 504 ხმით ასევე ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აჯობა, რომელიც თავის მხრივ გამარჯვებას წინასწარ აანონსებდა.
ალასანიამ ოქრუაშვილს 27 უბანზე მოუგო, ხოლო მასთან 14 უბანზე დამარცხდა. ოქრუაშვილმა კი, ყველა მათგანი ჭალის დასახლებაში, კომბინატის ერთ უბანზე და ორ სოფელში: სვენეთში და რეხაში დაამარცხა.
ალასანიამ ოქრუაშვილს აჯობა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ყველა უბანზე, წმინდაწყალზე, ვერხვებზე, კვერნაკზე, სადგურზე, წყაროსუბანში, ხოლო კომბინატში ერთ უბანზე. რაც შეეხება სოფლებს, მეორე ადგილი დაიკავა ტინისხიდსა და ბერბუკში. ხოლო წმინდაწყალზე, კაჩინსკების ქუჩაზე ხელისუფლების კანდიდატსაც მოუგო.
,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 2016 წლის 10 აგვისტოდან გახდა, როდესაც რეგიონალური შტაბის უფროსმა თამაზ შიოშვილმა პარტია დატოვა და კანდიდატობაზეც უარი თქვა.
50 395 ამომრჩევლიან ქალაქში იოსებ მაკრახიძემ 8268 ხმა მიიღო, (33,69%), ხოლო ირაკლი ალასანიამ 4 756 ხმა (19,38%). ირაკლი ოქრუაშვილმა 4 252 ხმა, (17,33%); ხოლო ალექსი გოგლიძემ (ნაციონალური მოძრაობა) 3 903 ხმა (15,91%)
გამოყენებულია ghn.ge-ს ფოტო
იხ. მონაცემები დეტალურად:

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები