რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ღია კაფე - ახალი იდეა და აჟიოტაჟი გორში
ღია კაფე სტალინის გამზირზე, 22-ე კორპუსის, უფრო სწორად, ,,ნამცხვრის სახლის" წინ ტროტუარზე მოეწყობა. 

პროექტის ავტორი ნინო ყანჩაველია, რომელიც ნამცხვრის სახლს წარმატებით 16 წელია ამუშავებს, თავის დროზე, ეს ,,სახლიც" ინოვაცია იყო.

ტროტუარზე მოულოდნელად გაჩენილმა რკინის კონსტრუქციებმა მაშინვე ყურადღება მიიქცია, სოციალურ ქსელში გამვლელებმა ფოტოები გადაიღეს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და მშენებლობა გააპროტესტეს.  

პირველი შთაბეჭდილება მკაცრი აღმოჩნდა. ,,ნამცხვრის სახლის" ხელმძღვანელმა ბევრი კრიტიკა მიიღო. გორის მერია ქონების უკანონო გასხვისებაში, თანაც, არჩევნების დამთავრებისთანავე, დაადანაშაულეს.  

საკითხის გარკვევას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც შეეცადა.

ნინო ყანჩაველი და მისი მეუღლე, გიორგი კანდელაკი (ცნობილი ქართველი მოკრივე), ზოგადად, ინოვაციებითაა ცნობილი. ცოტა ხნის წინ, გიორგი კანდელაკის სუპერმარკეტმა ,,ბიამ" არა მარტო ქართველების, არამედ უცხოეული ტურისტების გაოცება გამოიწვია. ,,ბიაში" საბჭოთა ბელადის სტალინის სახელობის სუვენირების გაყიდვა დაიწყო, ხოლო, შუშის დიდ კედელზე სტალინის ბანერიც გამოიფინა.

ეს ამბავი ნინო ყანჩაველისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ამბობს, მეუღლის არჩევანში არც ჩარეულა. ანალოგიურად, თავის პროექტშიც ასე ხდება. ოჯახის წევრებს ნაკლებად რევს. ,,რატომ რისკავ, შეიძლება დიდი მოგება ვერ ნახოო" - უთქვამს ნინოსთვის მამას, ვახტანგ ყანჩაველს, სამშენებლო ტრესტ #3-ის დირექტორს.

,,მე ჩემი სიტყვა მინდა ვთქვა ამ ქალაქში" - ამბობს ნინო ყანჩაველი - ,,სხვათა შორის, ახალგაზრდების იდეა უფროა ღია კაფის მოწყობა" - გვითხრა და თან თავისი შვილის და მისი თანატოლებისკენ გაიხედა. 

სახელწოდებაც უკვე ფიქრობენ, რამოდენიმე ვერსიათა შორის, კაფეს, სავარაუდოდ, ,,კაფე 22"-ი ერქმევა, თუმცა, მშენებლობის დასრულებამდე კიდევ არჩევენ სახელწოდებებს.

პრეზენტაციაზე ჩვენს საუბარს გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე ესწრებოდა. ისიც ადასტურებს, რომ პროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დამტკიცდა. 4 წლიანი იჯარის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. მერიას ნებართვა საკრებულომ მისცა.

,,ტროტუარი 1მ 84 სმ რჩება, რაც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, როგორც ფეხითმოსიარულეებისთვის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. არ არის გამორიცხული, სტალინის გამზირის ეს მონაკვეთი ანალოგიური სახის დროებითი ობიექტებით დაიტვირთოს" - ამბობს მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე.

რაც შეეხება კაფის გარე და შიდა იერსახეს, შინაარსს და დიზანს, ამის შესახებ იდეის ავტორი  ინტერვიუში საუბრობს. 

,,მართალია ჩვენს კაფეს ნამცხვრის სახლი ჰქვია, მაგრამ ამჯერად სერვისები აბსოლუტურად მრავალფეროვანია. ეს არის ადგილი, სადაც ბევრმა ახალგაზრდამ ერთმანეთი გაიცნო, აქ ურთიერთობა ერთმანეთის გაცნობით იწყებოდა. ზოგი შეყვარებული გახდა, შემდეგ დაოჯახდნენ, შვილები ეყოლათ. ახლა შვილებით მოდიან და დაბადების დღეებს იხდიან. ძალიან ბევრი საინტერესო და ლამაზი სიყვარულის ისტორია გააჩნია ამ კაფეს" - ამბობს ნინო ყანჩაველი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მუნიციპალიტეტის გუნდების პირველობა
გორის მუნიციპალიტეტის გუნდების პირველობა
22:40 / 28.06.2022
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის
21:51 / 28.06.2022
ღონისძიების მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა
და პოპულარიზაცია.
ღონისძიების მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
18:26 / 28.06.2022
შვილი, ლანა დემურიშვილი საზოგადოებისგან დახმარებას კვლავ ითხოვს:
შვილი, ლანა დემურიშვილი საზოგადოებისგან დახმარებას კვლავ ითხოვს:
17:31 / 28.06.2022
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ
ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.