რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,ქართული ოცნება" სობისში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გორის რაიონის სოფელ სობისში 45-ე უბანთან მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროვოცირებული იყო.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალბერტ მერებაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ბარი ბასიშვილის ზონდერ ჯგუფის წევრია.

„ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კინგბოქსიორი, სპორტსმენი და ბადრი ბასიშვილის ზონდერ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, მისული იყო საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის რევაზ შიუკაშვილის დის შვილი. თუ რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ეს კარგად წარმოაჩენს, მან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება. ჩვენი აქტივისტები მობილიზებული იყნენ საარჩევნო უბანთან. მან სცადა შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტებისათვის. აქ საუბარი იყო გინებაზე ძალიან უწმაწური ფორმით იყო ეს ყველაფერი გამოხატული“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხივი და პირველად ალბერტ მერებაშვილმა დაარტყა „ქართული ოცნების“ აქტივისტს.

"ინციდენტის დროს დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მათ შორის დაშავდა ალბერტ მერებაშვილი. ამის შემდეგ მერებაშვილის მამა მივიდა ადგილზე, რომელიც შევიდა შელაპარაკებაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის საფუძველზე იმედი შიუკაშვილი არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მოუწოდებს პარტიის აქტივისტებს, რომ არ წამოეგონ არც ერთ პროვოკაციას. მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც დაგეგმილია პროვოკაციების „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. „ბათუმში კონკრეტული გეგმები მზადდება, ჩვენი ამოცანაა მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. არ აყვნენ პროვოკაციებს ჩვენი მხარდამჭერები“, - განაცხადა კობახიძემ.-

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.