რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შემაჯამებელი განცხადება მეორე ტურში ხმის მიცემის თაობაზე ზუგდიდსა და გორში
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში.

არჩევნების დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა და ფიზიკური დაპირისპირება მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაცია, მათი მხრიდან დარღვევებზე რეაგირება და საკუთარი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება კვლავ პრობლემურია. 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტური ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებთან, მათ შორის პირველი ტურის კენჭისყრასთან, შედარებით უფრო სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა.

2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდსა და გორში უმეტესად მშვიდად და მცირე ხარვეზებით დასრულდა, თუმცა ხაზი უნდა გაესვას გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს და ზუგდიდში დაფიქსირებულ ტენდენციას - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ორივე მოვლენა უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ ჰქონდა ადგილი უფრო სერიოზულ სისტემურ პრობლემებს.
გვსურს გამოვყოთ რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია:

1. კომისიის წევრების წილისყრაში მონაწილეობაზე უარი

მსგავსად პირველი ტურისა, მეორე ტურზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული წევრები კვლავ უარს აცხადებდნენ წილისყრაში მონაწილეობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ პრობლემურია. კომისიის წევრი არ წარმოადგენს მისი დამნიშნავი სუბიექტის პარტიულ ინტერესებს და უნდა დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში კომისიის შესაბამის წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
2. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც 30 ოქტომბრის მეორე ტურის დროს დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ფოტო-გადაღების ფაქტები. ერთ-ერთ შემთხვევაში კი ამომრჩეველმა წინასწარ ითხოვა ფოტოს გადაღების უფლება თუ ჰქონდა, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა. გარდა ამისა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტინსაც და საკუთარ პირადობის მოწმობასაც ერთდროულად, რაც ნაკლებ სავარაუდოა, წარმოადგენდეს სოციალურ ქსელში გასავრცელებელ ფოტოს და, შესაძლოა, ისინი ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებოდეს. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ისევე, როგორც ნების გამოვლენაზე ზემოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და საგამოძიებო ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტები. ზემდგომმა საარჩევნო ადმინისტრაციებმა კი მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ საუბნო კომისიის წევრების მიმართ, რადგან სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ხმის მიცემის ფარულობა.

3. კანდიდატი და მისი მეუღლე კაბინაში

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში ხმა მისცა მეუღლესთან ერთად. მართალია ეს ფაქტი განყენებული იყო და ტენდენციაზე საუბარი არაა, თუმცა კომისიის მიერ დროული რეაგირების არარსებობა უარყოფითად უნდა შეფასდეს. საჯარო პირების მიერ პროცედურების ზედმიწევნითი დაცვა აუცილებელია, რათა ამომრჩევლებმა არასწორი მაგალითი არ მიიღონ და ამასთან, არ შეიქმნას კანონის შერჩევითად გამოყენების განცდა.

4. დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა

ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე (65.67.20) დამკვირვებელს დილიდან ექმნებოდა პრობლემები, როდესაც მას არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება, შემდგომ კი დარღვევაზე რეაგირებისას საჩივრის რეგისტრაციაზე აცხადებდა კომისია უარს. ერთ საათზე მეტი, საოლქო კომისიის ჩართულობა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მისვლა გახდა საჭირო საჩივრის რეგისტრაციაში გატარებისათვის. დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი მოთხოვნით და იმედს ვიტოვებთ, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

5. ფიზიკური დაპირისპირება და წესრიგის დარღვევა

გორის მუნიციპალიტეტის უბნებზე (რომელთა ნაწილი კასპის საარჩევნო ოლქში მოჰყვა არსებული საარჩევნო სისტემის შემუშავების შედეგად) დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ცემის ფაქტზე. ერთ-ერთ უბანზე კი კართან იდგნენ პირები რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ამომრჩევლებს და საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის გარეშე წესრიგის დამყარება ვერ მოხერხდა თავმჯდომარის მიერ ფაქტის იგნორირების გამო.

6. ტექნიკური ხარვეზები და კომისიის კვალიფიკაციის პრობლემა

გორისა და ზუგდიდის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა სხვა ხარვეზები, რომლებიც უმეტესწილად ტექნიკური ხასიათის იყო და მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე. ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიის წარმომადგენლის დახმარებით ჩაატარა დილის პროცედურები და, სავარაუდოდ, მის გარეშე, ვერ მოხდებოდა ამ პროცედურების დაცვა; ზუგდიდის სხვა უბანზე სადემონსტრაციო ოქმის შევსება პროცედურების თანახმად არ ხდებოდა; გორის რამდენიმე უბანზე მარკირების და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები არ სრულდებოდა სრულყოფილად (არ ხდებოდა სათანადოდ დანათება, ხელმოწერების დაფიქსირება არ ხდებოდა).

სულ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დაიწერა 2 საჩივარი საარჩევნო უბანზე, ერთი საჩივარი საოლქო კომისიაში, 10-მდე წერილობითი შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში. აგრეთვე მიეწოდება განცხადებები ცესკოს და საოლქო პროკურატურას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევათა დიდი ნაწილი სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და გამოჰყოფს იმ საკითხებს, რაზედაც სამომავლოდ მუშაობა
აუცილებელია. თუმცა ხმის მიცემის ფარულობის პრობლემა წარმოშობს ისეთ კითხვის ნიშნებს, რომლებზედაც დროული და დამაჯერებელი პასუხის გარეშე ჩრდილი ადგება საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ტენდენციით და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

იმედს ვიტოვებთ, ხმის დათვლის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართება და ადგილი არ ექნება არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებებს. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონით დადგენილი მოთხოვნები.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
 
დოკუმენტი ,,ქართლის ამბებს'' ჩაუვარდა ხელთ, სადაც დეტალურადაა
აღწერილი, თუ 

 

დოკუმენტი ,,ქართლის ამბებს'' ჩაუვარდა ხელთ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ 
18:42 / 01.06.2025
უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს
ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა,
უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა,
16:01 / 29.05.2025
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8
მაისს გამოიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

14:35 / 23.05.2025
სოც. მედია პლატფორმა ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ
უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო, რამდენიმე პირი არასრულწლოვანს
ფიზიკურად გაუსწორდა.
სოც. მედია პლატფორმა ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო, რამდენიმე პირი არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.
21:06 / 20.05.2025
ახალი გეგმის მიხედვით, სოფელ ატენში მცხოვრები სოციალურად დაუცველი
მოსახლეობა შესაძლოა
ახალი გეგმის მიხედვით, სოფელ ატენში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შესაძლოა "ინტერნატის უბნიდან" გაასახლონ.
19:35 / 20.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.