რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით საქართველოში ახალი გზის დაგება დაიწყო
დღეიდან, საქართველოში, ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა, ანუ სტაბილიზაცია, ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით ხორციელდება.

მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით.

დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, ეს მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ასევე, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები წყალშეღწევადობით.

წელს გზის ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. ინოვაცია უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც.

,,სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა აღნიშნული მეთოდი დადებითად შეაფასეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი მეთოდით მოწყობილი გზის საფუძველი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური მოთხოვნების პარამეტრებს. " - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ახალი მეთოდით, 2017 წელს, კიროვაკანი-კუმურდოს გზისა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.