რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა რუსეთის პატრიარქ კირილესადმი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კირილე მეორეს დაბადებიდან 70 წლისთავს ულოცავს.

ილია მეორე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინაღმძღვარს იუბილეზე ეწვია. კირილისადმი გაკეთებულ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის ეკლესიის პოზიციას აფასებს, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია მთელი ქვეყნის, მათ შორის დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება.

ციტატის დასაწყისი: ,,თქვენო უწმინდესობავ, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლისთავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლილ გზას და ყურადღებით ვიხედებით მომავლისკენ.

მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან.

მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!

თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-ახაზეთის ეპარქიისა.

როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.

ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩევნს შეხვედრაზეც.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.

ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთითბოძებული ტალანტი მქადაგებლისა, ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში.
თქვენ, ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ, თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც.

გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ: ტვირთი ღვთისა სუბუქ არს და უღელი მისი ტკბილ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ." - ციტატის დასასრული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.