რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გოსტიბე-ცხავერის გზის მშენებლობა ქარბუქშიც გრძელდება
გოსტიბესა და ცხავერამდე გზის რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წლამდე გაგრძელდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია ,,ჩელიაბინსკტრანსსიგნალის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ სიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამინდის გაუარესების გამო, ცხავერამდე შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი გაზაფხულზე გაფორმდება.

რაც შეეხება მის ზემოთ მდებარე სოფელ გოსტიბეს, ნიკოლოს სიბაშვილის თქმით,  2017 წლის განმავლობაში ისიც დასრულდება.

კასპის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი ქეთევან წივწივაძე ამბობს, რომ კომპანია, ცუდ ამინდში, მხოლოდ ბეტონის სამუშაოებს არ ასრულებს.

კურორტ გოსტიბემდე მისასვლელი 14,5 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო - სამონტაჟო საექსპლოატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი" ასრულებს.

ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ცხავერი-გოსტიბეს გზის რეაბილიტაცია 625 500 ლარი ჯდება.

გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს, მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე; ზღვის დონიდან 1550 მეტრზე.

სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს. ბოლო მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი. 

რაც შეეხება ცხავერს, ის გოსტიბესთან შედარებით, ზღვის დონიდან 300 მეტრით დაბლა, 1250 მ-ზე მდებარეობს.

სოფელი ცხავერი ზამთარში - ბავშვების გარეშე (PHOTO/VIDEO)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
23:34 / 08.10.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.