რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
პროკურატურაში კასპის პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
კასპში მცხოვრები ომარ ბაინდურაშვილი ადგილობრივი პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს და მის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ომარ ბაინდურაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 12 საათის განმავლობაში, პოლიციის შენობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული და სცემდნენ.

შემდეგ კი, სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას აიძულებდნენ.

ომარ ბაინდურაშვილმა პოლიციელებს პროკურატურაში უჩივლა. საქმის გამოძიება 2016 წლის 19 ნოემბრიდან მიმდინარეობს და ჯერჯერობით მისთვის შედეგები არაა ცნობილი.

პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და დეტალებს ვერ გაახმაურებს.

შემთხვევა, როგორც აღვნიშნეთ, 2016 წლის ნოემბერში მოხდა.

ომარ ბაინდურაშვილი თავისი მაღაზიის წინ პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩაისვეს, წაიყვანეს პოლიციაში და, როგორც თავად აცხადებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურცხყოფას.

,,იმდენად გაუსაძლისი იყო მდგომარეობა, წარმოიდგინეთ, 12 საათის განმავლობაში დაკავებული ვიყავი და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მერე იძულებული გავხდი თვითდაზიანებებებიც მიმეყენებინა. როგორც გავიგე, კასპში მაღაზია გაქურდულა. იმ ფაქტზე სხვა პირი დაუკავებიათ. ამის შემდეგ უკვე თანამშრომლობას მთავაზობდნენ. იძულებული გავხვდი მათთვის მეჩივლა" - ამბობს ომარ ბაინდურაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას ითვალისწინებს.
13:11 / 17.11.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების
განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 
დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში
დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

11:37 / 17.11.2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.
10:25 / 17.11.2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
19:13 / 16.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
18:13 / 16.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.