რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.

გამგეობის ინფორმაციით კოშკა-გუგუთიაანთკარში დიდი, ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა. თითქმის დასრულებულია სტანდარტული საფეხბურთო მოედნის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც.

აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და სრულად განახლდა სპორტული მოედნები ტყვიავში, მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთში, პატარა გარეჯვარში, წითელუბანში, ახალდაბაში, ბერბუკსა და თედოწმინდაში.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ვაგრძელებთ სპორტული მოედნების მშენებლობას და რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სოფლებში ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეძლებათ თავისუფალ დროს სპორტით დაკავდნენ. მოგეხსენებათ, რომ გორმა და ზოგადად შიდა ქართლმა არაერთი ჩემპიონი აღზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ვიმედოვნებ რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

გამგეობამ, გასულ წელს, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთი ჩემპიონატი გამართა, სადაც გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არა მხოლოდ რაიონის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ეს ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.