რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სახალხო დამცველის დადებითი და უარყოფითი რეკომენდაციები პატიმრობის შესახებ კოდექსში დაგეგმილი ცვლილების შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველი
მიესალმება პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და
პოზიტიურად აფასებს წარმოდგენილი რეფორმის ისეთ მნიშველოვან ასპექტებს
როგორიცაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების შექმნა, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი
განათლების მიღების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების
შემცირება, ქალი მსჯავრდებულებისათვის დამატებითი შეღავათების
შემოღება და სხვა.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება პენიტენციურ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ხანმოკლე და ვიდეო პაემნის მიმდინარეობის დროს დასაშვები ხდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ამ პროცესზე მხოლოდ ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ელექტრონული კონტროლის ფარგლებში ხანმოკლე ან ვიდეო პაემნის აუდიო მეთვალყურეობა და ჩაწერა არ უნდა განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევისა როცა ეს ხდება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში.
წარმოდგენილი ცვლილებებით მსჯავრდებულებს, რომელთაც დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი, ეზღუდებათ ვიდეოპაემნისა და ხანგრძლივი პაემნის უფლება, სახდელის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც რიგ შემთხვევებში 1 წლამდეც გრძელდება. ასეთი პრაქტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში აქამდეც არსებობდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია გარე-სამყაროსთან კონტაქტის ამ სახით შეზღუდვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის თანმდევი შედეგი, რადგან ეს წინააღმდეგობაშია იმ ამოსავალ პრინციპთან, რომ პატიმრის გარე-სამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა იქნეს წახალისებული.
ცვლილებების მიხედვით, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მსჯავრდებულის ავადმყოფობის გარდა მხედველობაში იღებს სხვა საკითხებსაც, მაგალითად, პიროვნულ თვისებებს, კრიმინალურ წარსულს და სხვ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტის შესაბამის დებულებებში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს რამდენად არის შესაძლებელი მსჯავრდებულისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობის უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში.
ცვლილებების მიხედვით მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა (შემოთავაზებულ კანონპროექტში გამოყენებულია ტერმინი დისციპლინური პატიმრობა). სახალხო დამცველი მიესალმება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის შემცირებას. თუმცა, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული (დისციპლინური) პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა სრულად უნდა გაუქმდეს, ხოლო თუკი სასჯელის ეს ზომა კვლავ იმოქმედებს, მაშინ მისი ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს მაქსიმუმ 15 დღემდე და მსჯავრდებულს, ვის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური პატიმრობის სამართალწარმოება, უნდა მიეცეს უფლება სრულად ისარგებლოს იმ პროცედურული გარანტიებით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერის აკრძალვას, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულებისათვის სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის ახლებურ წესს, ასვე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მკაცრად განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებთან.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, მოიყვანოს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.
იხ. სრული ვერსია აქ:

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები