რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შიდა ქართლში კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო
სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი
მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და
ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები.
მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეგიონალური ფესტივალის
სტუმრებისთვის, მათ შორის მთავრობის წევრებისა და
პარლამენტარებისთვის, საკვებსა და ტრანსპორტირებაში 13 000 ლარზე მეტი
გადაიხადა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ისტორიული კვირაცხოვლის
ეკლესია მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები