რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მოსასმელი ბადით აღჭურვილი მეთევზეები პასუხისგებაში მისცეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები ა.გ. და თ.შ., აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით - მოსასმელი ტიპის ბადით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 3,015კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტი. მოქალაქეს ჩამოართვეს და დალუქეს თევზჭერის აკრძალული საშუალება და მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000 დოლარი მოითხოვა.
18:48 / 02.10.2026
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეგიონალური ფესტივალის
სტუმრებისთვის, მათ შორის მთავრობის წევრებისა და
პარლამენტარებისთვის, საკვებსა და ტრანსპორტირებაში 13 000 ლარზე მეტი
გადაიხადა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეგიონალური ფესტივალის სტუმრებისთვის, მათ შორის მთავრობის წევრებისა და პარლამენტარებისთვის, საკვებსა და ტრანსპორტირებაში 13 000 ლარზე მეტი გადაიხადა.
17:36 / 02.10.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ისტორიული კვირაცხოვლის
ეკლესია მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ისტორიული კვირაცხოვლის ეკლესია მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
16:16 / 02.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.