რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ზურაბ ჯირკველიშვილი: ,,თქვენ არ წარმოგიდგენიათ ჩემი თავი თვითმმართველად"
ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ის იმ ხაზს და იდეოლოგიას მისდევს, რასაც ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალა ახორციელებს.

ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან,  ,,ლაივსტრიმის" ჩართვისას, ისაუბრა.

ჯირკველიშვილის განცხადებით, ქალაქის მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და ვერ გასცდება მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებებს.

საუბრის თემა თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმებს ეხებოდა, რომლის მიხედვით, ქალაქი და თემი ერთიანდება.

ჟურნალისტისა და მერის დისკუსია, სწორედ, თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობასა და მისი მოპოვების მცდელობების არარსებობას ეხებოდა.  

ჯირკველიშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შემდეგ, საკრებულოს ფუნქცია იზრდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მერიას დააკომპლექტებს საკრებულო.

საქართველოს პარლამენტმა, ქალაქ გორისა და 118 სოფლის გაერთიანების შესახებ იდეას, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელში მიიჩნიეს, რომ გორი აღარ არის ,,ქალაქი“ და გახდა ,,სოფელი“. იგივეს ამბობენ, რომ რესპონდენტები.

მიუხედავად ამისა, ნაწილი თვლის, რომ ქალაქს საკუთარი მმართველი ორგანო უნდა ჰყავდეს.





სინამდვილეში, გორი კარგავს არა ,,ქალაქის“ სტატუსს, არამედ სტატუსს, როგორც ,,თვითმმართველი“. თვითმმართველი ქალაქი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება.

თვითმმართველითემი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქისა და სოფლების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება თვითმმართველი თემი.

ამ შემთხვევაში თვითმმართველი თემის ცენტრი იქნება ქალაქი გორი.

2016 წლის მონაცემებით: ქალაქ გორში ცხოვრობს 51 719 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 35%) რაიონში - 94 381 ადამიანი (65% ). მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება პროპორციული სისტემით არჩეული 10 და ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით.

თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებით სიტუაცია უბრუნდება 2014 წლის მდგომარეობას. ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ყველა, ვარიანელიც და გორელიც, თბილისში ყოფნისას ამბობს, რომ მაინც ,,გორელია".


საფრთხე: 11 ,,ქალაქელი“ დეპუტატი VS 21 ,,სოფლელი“ დეპუტატი


როგორი იყო საკრებულო 2010-2014 წლებში? ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 31 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 21 – მაჟორიტარული წესით)

21 მაჟორიტარიდან ერთი იყო ქალაქიდან, დანარჩენი 20 - თემებიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო არჩევნებში პროპორციული წესით მოხვედრილი წარმომადგენლები ,,ქალაქელები“ იქნებიან, სოფლად მცხოვრები დეპუტატების რაოდენობა მაინც აღემატება ქალაქში მცხოვრებ დეპუტატების რაოდენობას.

ქალაქის და რაიონის ბიუჯეტი ერთიანდება - გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სოფლების წარმომადგენლობა ჭარბობს








ის 2012 წელს გამგებლად მაშინდელმა საკრებულომ აირჩია. იმ საკრებულოში ქალაქიდან, მხოლოდ, ერთი წარმომადგენელი იყო. საკრებულოს დანარჩენი მაჟორიტარები (სულ 21 ადამიანი) სოფლებიდან იყვნენ წარდგენილები.

2014 წელს ეს სისტემა ,,ქართული ოცნების" მთავრობამ გააუქმა.

იმ წლის ივნისში ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი საკრებულო დააკომპლექტა და პირდაპირი წესით მერი აირჩია. სოფლებმა კი, - თავისი თვითმმართველი თემი შექმნა, რომლიდანაც თემის საკრებულო შეიქმნა. თემის გამგებელიც პირდაპირი წესით აირჩიეს.

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ამ ნაბიჯს მიესალმებოდნენ, რადგან ეს იყო პირველი ნაბიჯი ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ.
საჯარო პროტესტი ახალი იდეის მიმართ





მთავრობის არგუმენტები

1. ქალაქისა და სოფლების გაყოფის შემდეგ, ქალაქ გორში თავმოყრილი დარჩა ისეთი საჯარო ობიექტები, რომლითაც სარგებლობს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, სოფლის მოსახლეობა, მაგალითად, დასვენების და გასართობი ცენტრები, სამუსიკო სკოლები, თეატრები, მუზეუმები, ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ. ამ ობიექტების მოვლა-პატრონობა გაყოფის შემდეგ დააწვა მხოლოდ ქალაქს.
2. გაყოფის შემდეგ პრობლემა შეიქმნა ქალაქის განაპირას მდებარე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, ეს საბავშო ბაღები ქალაქის დაქვემდებარებაში მოექცა, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს და დაფინანსებას ქალაქის ბიუჯეტიდან ღებულობს. ბავშვთა კონტინგენტი კი, სოფლად მაცხოვრებელია.
3. ქონების გაყოფის შემდეგ ქალაქის საკუთრებად გამოცხადდა ის ნაგვის მანქანები, რომლებიც ერთიანი მუნიციპალიტეტის პერიოდში შეიძინეს. შედეგად გორის გარშემო მდებარე სოფლები, რომელსაც ადრე ეს მანქანები ემსახურებოდა, აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში.
4. ნდობა გაყოფილი თვითმმართველობისადმი არ გაზრდილა, ასევე, არ გაზრდილობა მასში ჩართულობა არ შეცვლილა.
5. მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არანაირად არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად.

ეს არ გუმენტები ქალაქ გორის საკრებულოში ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა დადებითაც მიიჩნიეს.



ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.