რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში გაუჩინარების ფაქტზე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დღეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია, თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად, გამართეს.

აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, მეორე დღეს, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს.

აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიყოვი ადასტურებს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და დაკავებულია. როგორც ადვოკატმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

სასამართლო მუხთარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

შსს; „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს."

ფოტო: ნინო ბექიშვილი

წყარო: reginfo.ge
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა
საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების
მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
18:54 / 01.10.2026
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ
ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული
პრობლემები შეუქმნა.
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
16:56 / 01.10.2026
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი
ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები
მოინახულა.
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები მოინახულა.
15:26 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.