ახალი ამბები
ავტობანზე პატრული ცემეს და სანიაღვრე არხში ჩააგდეს
ეს ამბავი საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა, რომელიც 2016 წლის მაისში ავტობანზე მოხდა.

მოქალაქემ პატრულის ორი თანამშრომელი სცემა. ორივეს სახეში გაარტყა.

ერთ-ერთი პატრული, ივანე კოშაძე დარტყმისგან სანიაღვრე არხში ჩავარდა, მისი ცემა იქაც გაგრძელდა.

მეორე პატრულს, ვინმე ფრიდონს, სახეში გარტყმასთან ერთად, ფორმა დაუხიეს.

ეს ისტორია დეტალურად აღწერილია გორის სასამართლოდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით, აღნიშნული მოქალაქე, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, 00:10 წუთზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოსთხოვეს.

პროკურორის საბრალდებო დასკვნაშიც აღნიშნულია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შუა ღამეს მთავარ მაგისტრალზე მოსთხოვეს. თუ რომელი საზოგადოება იყო მთავარ მაგისტრალზე, ეს უცნობია.

მოქალაქე პ.წ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის) საფუძველზე, პირობითი მსჯავრი გამოსაცდელი ვადით დაედო.

მან საპატიმროში, მხოლოდ, 11 დღე დაჰყო.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ფულადი თანხის გარეშე, გაათავისუფლეს და გამოსაცდელი ვადა სამი წელი მისცეს.

ანალოგიური პრაქტიკა სხვა პირების მიმართ

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან სხვა შემთხვევებში მოქალაქეები პატიმრობაში დატოვეს, ან და თავისუფლების სანაცვლოდ ფულადი თანხა დააკისრეს.

სხვა საქმეებზე,  აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა ცემისას ტკივილი განიცადეს. სანიაღვრე არხში ჩავარდნილ პატრულის შემთხვევაში კი, ტკივილის მიყენების შესახებ საუბარი არაა.

გორის სასამართლომ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე, სულ სამი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობა.


მაგალითი 1

2016 წლის 25 აპრილს, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლიციის შს სამმართველოს შენობის წინ, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მას წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციელს დაუზიანდა სამსახურებრივი მაისური.

მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს და ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. 2016 წლისს 25 მაისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
მაგალითი 2

კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაარტყა მას სახის არეში და დაუზიანდა სამსახურებრივი ფორმა.

აღნიშნულ მოქალაქეს 2016 წლის 15 მარტს, რეალური სასჯელის სახით, შეუფარდეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიებაში, რომელიც სწორედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, პოლიციელი აღნიშნავდა, რომ სახეში გარტყმისას მან ტკივილი იგრძნო. შესაბამისად, აღნიშნული საქმე დაემატა 125-ე მუხლით ჩატარდა


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეორეპორტაჟი
კვერნაქის ქედზე მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს
კვამლი მდინარე მტკვრის მეორე მხრიდან შეამჩნიეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს 112-ს შეატყობინეს.
გორში კატას ტირის თოფი ესროლეს და აწამეს
,,სახლში რომ დავბრუნდი, ორი დღის შემდეგ მოვიდა. გასაცოდავებული, გამხდარი, ძლივს დადიოდა.
,,ახალბაღში" გორის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით ფოტოგრაფთა აქცია გაიმართა
სახალისო ვიქტორინაში გამარჯვებულებს 100-ლარიანი, ხოლო მონაწილეებს 30 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
კატასტროფის ცენტრი ჭალის დასახლებაში (PHOTO)
შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები ცხადყოფს, რომ ვითარება კატასტროფული იყო.
სოფელ ზერტში გაზიფიცირების სამუშაოებისას აკლდამის ტიპის სამარხები იპოვეს
ადგილობრივებს, ამ ადგილებზე, რაიმე საფლავების ან ისტორიული სამარხების არსებობის შესახებ, არაფერი ახსოვთ.
ავარია შინდისის გზატკეცილზე - დაშავდა ორი ადამიანი (VIDEO)

გამოძიება ადგენს მართავდა თუ არა ,,ოპელს" ნასვამი მძღოლი

ამავე კატეგორიაში
სახანძრო მანქანა ხაშურიდან გამოიძახეს. ცუდი გზის გამო, სპეცტექნიკამ
მიმდებარე ტერიტორიას 2 საათის შემდეგ მიაღწია.
სახანძრო მანქანა ხაშურიდან გამოიძახეს. ცუდი გზის გამო, სპეცტექნიკამ მიმდებარე ტერიტორიას 2 საათის შემდეგ მიაღწია.
09:49 / 23.08.2017
ბოშურელებმა ცეცხლი საღამოს 19 საათზე შეამჩნიეს. ადგილობრივი
მოსახლეობა საშინაო სამუშაო იარაღებით პირვლივე წუთებიდანვე
მზადყოფნაში იყო.
ბოშურელებმა ცეცხლი საღამოს 19 საათზე შეამჩნიეს. ადგილობრივი მოსახლეობა საშინაო სამუშაო იარაღებით პირვლივე წუთებიდანვე მზადყოფნაში იყო.
02:16 / 23.08.2017
ადგილობრივებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახდინეს
ადგილობრივებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახდინეს
23:17 / 22.08.2017
ხანძარი ე.წ. საცხენეთში, ცოდვიანთ ხევში გაჩნდა.
ხანძარი ე.წ. საცხენეთში, ცოდვიანთ ხევში გაჩნდა.
21:53 / 22.08.2017
საკანალიზაციო მილიდან ამოსული მასა რამდენიმე ათეულ მეტრზე მოძრაობს,
შემდეგ კი, სანიაღვრე არხში ჩადის.
საკანალიზაციო მილიდან ამოსული მასა რამდენიმე ათეულ მეტრზე მოძრაობს, შემდეგ კი, სანიაღვრე არხში ჩადის.
16:31 / 22.08.2017
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.