რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ინტერნეტიზაცია წლის ბოლომდე დასრულდება
2017 წლის ბოლომდე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, ოთარ კონჯარიამ, დღეს, გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი კატეგორიის სოფლების წყალმომარაგების მიზნით, წლის ბოლომდე, კიდევ, 10 ჭაბურღილის მონტაჟია დაგეგმილი.

2016 წელს გაკეთებული ჭაბურღილების რაოდენობა 25-ს აღწევს.

ოთარ კონჯარიასთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

ომის შედეგად დაზარალებულებმა  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინფრასტრუქტურული, სოციალური, განათლებისა და უსაფთხოების საკითხები გააჟღერეს.

ძირითადი აქცენტები გამყოფ ხაზთან ადამიანის გატაცების თემაზე გაკეთდა.



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით“ დაკავებულია 5 პირი, 2009 წელს – 78 პირი, 2010 წელს – 73, 2011 წელს – 134, 2012 წელს – 108, 2013 წელს – 142, 2014 წელს – 142, 2015 წელს – 163, 2016 წელს კი 134 ადამიანი. 2017 წლის იანვარ-მაისში კი, 21 მოქალაქეა დაკავებული.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, კონფლიქტის ზონის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხებს, რაც ზოგიერთი სოფლისთვის დღესაც პრობლემას წარმოადგენს.

არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოთხოვნა საოკუპაციო ზოლის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტისა და მიწის დაკანონების აუცილებლობასთან დაკავშირებით გაჟღერდა. ადგილზე ჩასულმა სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებმა გაჟღერებული საკითხები მოინიშნეს და მათი მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი რეაგირების პირობა დადეს.

შიდა ქართლში გამყოფ ხაზთან მდებარედ სულ 56 სოფელი ითვლება. აქედან გორის მუნიციპალიტეტში 26 დასახლება შედის.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ მსგავსი ღონისძიება გორის შემდეგ ზუგდიდშიც იგეგმება.




ავტორი: ნინო ჩიბჩიური


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.