რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფსიქოლოგიური პორტრეტების მხატვარი ხაშურიდან
თბილისში, ორი დღეა, მხატვარ გელა გელაშვილის ნახატების გამოფენა მიმდინარეობს.

საგამოფენო დარბაზში, GAMREKELI GALLERY, ხაშურელი მხატვრის 160-ზე მეტი ნამუშევარი წარადგინეს.

,,ჩემი ნამუშევრებს კონკრეტული მიმდინარეობის ჩარჩოებში არ ვსვამ, ვფიქრობ, თავისუფალი ვარ ამ მხრივ, ისევე, როგორც მხატვრობაა უკიდეგანო და არანაირ წესებსა და კანონებს არ ემორჩილება. ვქმნი ძირითადად ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, რომელშიც საკუთარი განცდები გადმომაქვს და მსურს, ისინი რეალობაში გავაცოცხლო, რაც მთავარია, არ უნდა იგრძნობოდეს სიყალბე." - უთხრა გელა გელაშვილმა ხაშურის ადგილობრივ გაზეთის ,,ხაშურის მოამბეს" წარმომადგენელს, თინა ახალკაცს. 

გელა გელაშვილი: ვყოფილიყავი მხატვარი, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე მსურდა. ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც მხატვრობისადმი და ზოგადად, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა. სხვათა შორის, ბაბუაჩემი ხატავდა საკმაოდ კარგად და პირველი გაკვეთილებიც სწორედ მასთან გავიარე. რაც უფრო ვიზრდებოდი და ასაკი მემატებოდა, ვგრძნობდი, მე და მხატვრობა განუყოფელნი უნდა ვყოფილიყავით, თუმცა, ამ მხრივ, ოჯახიდან წინააღმდეგობას წავაწყდი, მამას არ სურდა ეს გზა ამერჩია, ან თუნდაც რომელიმე ხელოვნების სფერო. ისე კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, სარეჟისოროზეც კი მინდოდა ჩაბარება. ამგვარი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი შევჩერდი და 27 წლის ასაკში, დავოჯახდი, სულისკვეთება კი ორმაგად გაძლიერდა, მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ."

- რამ განაპირობა თქვენი ასეთი სიყვარული ხელოვნებისადმი და უშუალოდ მხატვრობისადმი, როგორ მოხდა რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, არ გაგინელდათ ის ბავშვობისდროინდელი განცდები?


-  ვფიქრობ, რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო, მაინც იმ კონდინციამდე მივალ, რომ მხატვრობა და უშუალოდ, ხატვის პროცესი ჩემთვის ცხოვრების არსია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ხატვა, ხანდახან, მგონია კიდეც, როდესაც ხატვას ვამთავრებ, სამოთხის მდგომარეობიდან ჯოჯოხეთის მდგომარეობაში გადავდივარ. გარემომაც გარკვეული როლი ითამაშა ჩემ კარიერულ გზაზე. თითქმის ყოველდღე, მე და ჩემი მეგობრები: რობერტ ბაღდავაძე, გია კუპრაძე, ვასიკო ძინძიბაძე, ნოდარი გელაშვილი, ჩემი ძმა უჩა, ვიკრიბებოდით ერთ ოთახში, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, ვკითხულობდით ლექსებს, ვარჩევდით პოეზიას და პროზას, ვუსმენდით როკს. უდიდეს მხარდაჭერასა და თანადგომას ვგრძნობდი ჩემი ძმისგან, მისი დიდი დამსახურებაა ჩემი, როგორც მხატვრად ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება გია კუპრაძეს, ის არქიტექტორი და სიურიალისტია, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდითაა, ჩემი ,,განმკონტროლებლის” ფუნქცია იკისრა, იმიტომ რომ მხატვრობაში ცოტა ბარბაროსიც კი ვარ. როგორც წესი, არავის ვუჯერებ, თუმცა, რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების ტექნიკურ მხარის და სხვა გარკეული დეტალების სრულყოფის საქმეში, გიას აზრს ხშირად ვითვალისწინებ.

- თქვენი მხატვრობა ინსპირაციას საიდან იღებს?


- საჭირო სიუჟეტის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია. ინსპირაცია კი უმეტეს შემთხვევაში მუსიკაა. თუ გადახედავთ ჩემ ნამუშავრებს, გარკვეულ ნაწილს ,,მომენტალური” ნახატები ჰქვია, ნაწილს კი - ,,ბლიცნახატები". ეს სახელები შემოქმედებით პროცესის ამასხველია: ვრთავ საყვარელ მუსიკას და ნახატს, რომელსაც ამ სიმღერის დასრულებამდე ვამთავრებ, ,,მომენტალურს” ვარქმევ, თუ ვერ მოვასწარი ამ მონაკვეთში, შემდეგ ნახატი უკვე ,,ბლიცის” კატეგორიაში გადადის, რომელიც ნახევარ საათში უნდა მოვასწრო. თუმცა, მაქვს ბევრი ისეთი ნახატი, რომლებისთვისაც განსაზღვრული დრო არ მქონია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.