რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქართული პასპორტით - ფეხმძიმე ქალი სამშობიაროში მისვლას ვერ ახერხებს
ზემო არცევში, რომელიც, ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, მაია კობალაძე სოფლიდან გასვლას, პასპორტის გამო, ვერ ახერხებს.

ამის შესახებ ცხინვალელი ჟურნალისტი, მარია კოტაევა წერს.

მისი ინფორმაციით, გოგონა, უკვე, 8-თვის ფეხმძიმეა, აგვისტოში მშობიარობა უწევს და, შესაბამისად, ცხინვალის სამშობიარო სახლში მისვლას ვერ მოახერხებს.

მაია კობალაძეს (ავტორის თქმით, სახელი და გვარი შეცვლილია) საქართველოს პასპორტი აქვს. მისმა მეუღლემ ცხინვალში საბუთები წარადგინა, თუმცა, საპასპორტო განყოფილებაში უთხრეს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მისაღებად, საპასპორტოში უშუალოდ, მაიას მისვლაა საჭირო.

მაია ვერც ცხინვალში მიდის, რადგან ის შეიძლება დაიჭირონ და ,,დეპორტაცია" გაუკეთონ, ვერც მავთულხლართებს გადალახავს გორის მუნიციპალიტეტისკენ.

როგორც აღმოჩნდა მაია არცევში

მაია კობალაძეს ზემო არცევში დეიდაშვილები ჰყავს. ის სისტემატიურად მავთულხლართების მიღმა გადაპარვას ახერხებდა და ნათესავებს ნახულობდა.

ცხინვალელი ჟურნალისტი წერს, რომ ახალგაზრდა გოგონა ამას იმ პერიოდში ახერხებდა, როდესაც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მორიგეობა გამკაცრებული არ იყო.

,,აი, ასეთი ვიზიტის დროს გაიცნო არცეველი ვაჟი მაიამ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ" - აცხადებს ჟურნალისტი. მარია კოტაევა ამბობს, რომ ბიჭიკანთ უბანში გოგონამ მშობლები და და-ძმა მიატოვა.

ბიჭიკანთ უბანი არცევის სიახლოვეს მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე არცევის ნაწილს და სხვა დანარჩენ სოფლებს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

2009 წლიდან (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ) ცხინვალის მთავრობამ გამყოფი ხაზის მონიშვნები, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკების მიხედვით, დაიწყო და მავთულხლართების გაბმას შეუდგა.

ბიჭიკანთ უბანი არცევის მიღმა აღმოჩნდა.

სოფელ არცევის წარმომადგენელი მურატ ყაზიევი ცხინვალელ ჟურნალისტთან ამბობს, რომ  უბანი, ფაქტობრივად, არცევის ნაწილი იყო.

,,ადრე ეს დასახლება ჩვენი სოფლის ნაწილი იყო. ცხოვრობდნენ ერთმანეთის სისხლით ნათესავები. 2009 წლის შემდეგ, როცა ტერიტორია რუკებით შეისწავლეს, ბიჭიკანთ უბანი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა" - აცხადებს მურატ ყაზიევი.

საქართველოს მოქალაქეები დე-ფაქტო ტერიტორიაზე

მაიას ისტორია ერთადერთი არაა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პასპორტით ცხოვრობს.

მურატ ყაზიევი ამბობს, რომ ასეთი, დაახლოებით, 20 ადამიანია. ცხინვალის მთავრობა მათ პასპორტებს არ აძლევს, რადგან დაბადების მოწმობებში დაბადების ადგილად არ უწერიათ ცხინვალი.


,,არცევის გარდა, ანალოგიურ მდგომარეობაში სოფელ იკორთის მცხოვრებლებიც არიან, მათ საქართველოს პასპორტი აქვთ." - ამბობს მურატ ყაზიევი.

მისი განმარტებით, ომამდე ეს მოქალაქეები ცხინვალის პასპორტის აღებისგან თავს იკავებდნენ და უარს ამბობდნენ. ,,ახლა კი, ჭირდებათ და უნდათ" - აცხადებს ყაზიევი.

რაც შეეხება მაია კობალაძეს, მისი მოქალაქეობის ბედი კვლავ გაურკვეველია.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
„ქარელობის“ დღესასწაულზე ჯგუფი „ურსა“ მოქალაქეებისთვის კონცერტს
გამართავს, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯება.
მუსიკოსები ღონისძიებაზე ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის პირადი
მიწვევით მიდიან.
„ქარელობის“ დღესასწაულზე ჯგუფი „ურსა“ მოქალაქეებისთვის კონცერტს გამართავს, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯება. მუსიკოსები ღონისძიებაზე ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის პირადი მიწვევით მიდიან.
15:45 / 17.10.2026
გორის საკრებულოს წევრი თიკო წერეთელი მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს
წარმომადგენელს, ბექა გიუნაშვილს სოლიდარობას უცხადებს და მის
წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ცილისმწამებლურს უწოდებს.
გორის საკრებულოს წევრი თიკო წერეთელი მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს წარმომადგენელს, ბექა გიუნაშვილს სოლიდარობას უცხადებს და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ცილისმწამებლურს უწოდებს.
14:40 / 17.10.2026
შიდა ქართლის გუბერნატორი სიმონ გულედანი გორის მიუსაფარ ცხოველთა
თავშესაფარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით,
დაწესებულებაში მიმდინარე პროცესები კანონის შესაბამისად ხორციელდება
და დამატებითი კითხვები მის კომპეტენციას სცილდება.
შიდა ქართლის გუბერნატორი სიმონ გულედანი გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაწესებულებაში მიმდინარე პროცესები კანონის შესაბამისად ხორციელდება და დამატებითი კითხვები მის კომპეტენციას სცილდება.
13:49 / 17.10.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ერთი პირი დააკავა, რომელმაც
მოქალაქეებს ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა აღუთქვა და წინასწარ
75 104 ლარი ჩაარიცხინა. ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა
და თანხა სრულად მიისაკუთრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ერთი პირი დააკავა, რომელმაც მოქალაქეებს ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა აღუთქვა და წინასწარ 75 104 ლარი ჩაარიცხინა. ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და თანხა სრულად მიისაკუთრა.
12:36 / 17.10.2026
ნუკრი მღებრიშვილის განცხადებით, მისი სარეიტინგო ქულა გაურკვეველი
მიზეზით 50 000-დან 70 000-მდე გაიზარდა, რითაც ის დახმარების მიღების
ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
ნუკრი მღებრიშვილის განცხადებით, მისი სარეიტინგო ქულა გაურკვეველი მიზეზით 50 000-დან 70 000-მდე გაიზარდა, რითაც ის დახმარების მიღების ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
10:39 / 17.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.