რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დავით ონიაშვილი: ,,გორის რაიონში 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდა"
გორის მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ისაუბრა. როგორც დავით ონიაშვილმა აღნიშნა, 3 წლის ფონზე, გორის მუნიციპალიტეტისათვის, ეს მნიშვნელოვანი ციფრია.

„ეს არის არა მხოლოდ ციფრი, არამედ გაკეთებული საქმეები. განვლილი სამი წელი იყო გამოყენებული მაქსიმალურად. ჩვენი ყოველი წუთი და დრო მიმართული იყო სხვადასხვა საკითხის დალაგებისკენ. ბოლო დროს სოფელში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველ რიგში გავაკეთეთ წყლის სისტემები, რომელიც უკვე ხარისხიან წყალს მიაწოდებს მოსახლეობას. ეს არის სასმელი და საირიგაციო სისტემები. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა სოფელს მიეწოდება სასმელი წყალი, ვმუშაობთ ძირითადად იმაზე, რომ წყლის რაოდენობა და ხარისხი გავზარდოთ.“ - აღნიშნა დავით ონიაშვილმა.

დავით ონიაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების საკითხსაც შეეხო და მისი განმარტებით, გაზიფიცირება პირველივე წლიდან დაიწყო და 9000-10000 ოჯახამდე გაზიფიცირდა და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.

„ზერტი, შინდისი, ახალდაბა, ასევე ატენის მხარეს დაიწყო გაზიფიცირება. ეს არის უზარმაზარი სამუშაო. ჩემი ინფორმაციით და ამის დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული. 2017 წელს მოსახლეობის უმეტესობას ექნება ბუნებრივი აირი და დანარჩენი ნაწილისგაზიფიცირება გაგრძელდება 2018 წელს.

ასევე მიდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 2017 წელს დაიწყება ხიდისთავში გაზიფიცირების სამუშაოები, რომელსაც კომპანია სოკარი განახორციელებს. ამჟამად ატენში დაწყებულია სამუშაოები და ვფიქრობ ხიდისთავიც იქნება მიბმული“ - აღნიშნა დავით ონიაშვილმა თოქ-შოუ „შესვენების საათში“.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.