რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,რესპუბლიკელები" მომღერალ გიორგი ნადიბაიძის სამხედრო სამსახურით დაინტერესდნენ
,,რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ვალიაური ქალაქ გორის ,,კულტურისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრის“ დირექტორს გიორგი ნადიბაიძეს დეზერტირს უწოდებს და მას სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. ვალიაურის განცხადებით, ნადიბაიძე ჯარში წასვლისგან ქალაქის მერმა ზურა ჯირკველიშვილმა იხსნა.

,,ჩემი ინფორმაციით, გიორგი ნადიბაიძეს გადავადება აქვს გამოყენებული და ჯარში არ არის ნამყოფი. ამ საქმეში კი მას ქალაქ გორის მერი ზურა ჯირკველიშვილი დაეხმარა. კანონის მიხედვით, გამწვევ კომისიას სწორედ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ხელმძღვანელობენ. ნადიბაიძე ჯერ იყო რუსეთში ფესტივალებზე და როცა დაბრუნდა, აღარ გაიწვიეს. სამაგიეროდ ის დანიშნეს ახალი გაერთიანების ხელმძღვანელად და ჯარისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, კონკრეტული დავალებების შესრულება მოსთხოვეს“ - აცხადებს ლექსო ვალიაური.

,,რესპუბლიკელის“ განცხადებას ბრალდების ადრესატი მალევე გამოხემაურა და კითხვებით თავად ალექსანდრე ვალიაურს მიმართავს.

,,საჭირო დროს საჭირო ადგილას არ ვიყავი და ამიტომ არ წავედი ჯარში. კითხეთ თვითონ ლექსო ვალიაურს, სამხედრო სავალდებულო სამსახური თვითონ თუ აქვს მოხდილი? მაგას რამე ხომ არ ეშლება? ცოტა დაფიქრდეს, ვიზე ლაპარაკობს. თვითონ რომ მერი იყოს პირველი გამიშვებდა ჯარში? მე გიორგი ნადიბაიძეს ლექსო ვალიაური? რა შუაშია მერი, ეგეთ რამეს რატომ მაკადრებს საერთოდ?“-ამბობს გიორგი ნადიბაიძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საკითხის გადასამოწმებლად სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. გელა შარვაშიძის განცხადებით გიორგი ნადიბაიძეს სამხედრო სავალდებულო გაწვევა აღარ ეკუთვნის.

,,გადავადებები მას არ ჰქონია, ძირითადად რუსეთში იყო ხოლმე და როცა დაბრუნდა, გაწვევა უკვე მთავრდებოდა. არანაირი დაბრაკვა და მსგავსი მიზეზები ნადიბაიძეს არ გამოუყენებია, უბრალოდ ახლა უკვე აღარ ეკუთვნის მას გაწვევა და ამიტომ აღარ იქნა გამოძახებული. ქალაქის მერი ნამდვილად ხელმძღვანელობდა გამწვევ კომისიას, თუმცა მისი მხრიდან ნადიბაიძის შესახებ რაიმე რეკომენდაციების გაჟღერებას ადგილი არ ჰქონია.“ - განმარტავს გელა შარვაშიძე.

ქალაქ გორის კულტურისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ნადიბაიძე 2017 წლის 21 აგვისტოს 26 წლის ხდება. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

გამწვევ კომისიას კი ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი ხელმძღვანელობს, რომლებსაც აქვთ უფლება პირის გაწვევა-განთავისუფლებასთან დაკავშირებულიებული გადაწყვეტილება მიიღონ. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად კი მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.

ალექსანდრე ვალიაურის განცხადებით, ასეთ ვითარებაში გიორგი ნადიბიძის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება ქალაქ გორის მერს არ ჰქონდა. მისივე თქმით, ნადიბაიძეს თავისი თანამდებობა სამხედრო ვალდებულებისგან საშემოდგომო გაწვევაზე უკვე ვეღარ დაიხსნის.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.