რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
Factcheck-ის გუნდმა Qartli.ge-ს სტატიის მიხედვით კვლევა ჩაატარა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გორის
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის კომპანიამ ტენდერი მოიგო.
კერძოდ, ქართლი.ჯი-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამავე
გამგეობის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორის კომპანიამ გაიმარჯვა.
სააგენტოს ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიო“ სოფელ
ხელთუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილს აკეთებს.
Factcheck-მა აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარა.
factcheck-ის კვლევამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო კოდექსის მუხლების შესაძლო დარღვევას, რადგან ბონდო მარუაშვილი გამგეობის ა(ა)იპ-შიც წყალგაყვანილობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამავე სფეროში კერძო კომპანიის 100%-იანი წლის მესაკუთრეც. ამდენად, მისი შემხებლობა წყალგაყვანილობის სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ტენდერზე ნამდვილად იკვეთება.
შპს „გიო“, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში 25 420 ლარიანი ტენდერი მოიგო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის“ უფროსს ეკუთვნის. ბონდო მარუაშვილი ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ამ სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების რეგულირება და ექსპლუატაცია წარმოადგენს.
იხ. კვლევა ვრცლად

ამავე კატეგორიაში
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის
ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი
წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
მოქალაქეთა ნაწილი ჩივის, რომ მანქანით ვერ ადიან, რიგში დგომა უწევთ
და ტერიტორიის სწრაფად დატოვებას სთხოვენ.
ლელა გურგენაშვილი გორის ბაზრიდან წაყვანილ ორ ძაღლს
ეძებს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები