რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის არქიტექტურის სამსახურმა 91 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა
ბოლო ერთი წლის განმვალობაში (2016 წლის მაისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) გორის მერიის არქიტექტურის განყოფილებამ 91 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, სანებართვო მოსაკრებელმა დაახლოებთ 75 ათასი ლარი შეადგინა.

არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ სპეციალური ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მისი განცხადებით, მითითებულ პერიოდში, მომზადებული იქნა 5 არსებული სახელმწიფო ობიექტის რეაბილიტაციისა და 7 ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის საერთო სახარჯთაღიცხვო ღირებულებამ შეადგინა 2 495 464 ლარი. ეს ობიექტებია:

1) ქ. გორში დ. ჩუბინიშვილის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; - 1 820 000 ლარი.
2) ქ. გორში ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის) ქუჩაზე სპორტული მინიმოედნის მოწყობა; - 93 301 ლარი.
3) ქ. გორში ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის) ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 51 633 ლარი.
4) ქ. გორში თარხნიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 39 287 ლარი.
5) ქ. გორში კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 39 287 ლარი.
6) ქ. გორში ძმებ რომელაშვილების ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა; - 59 995 ლარი.
7) ქ. გორში ქარხნის ქუჩაზე ახალი სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობა; - 59 995 ლარი.
8) ადმინისტრაციული შენობის საპორფარეშოებისა ოთახების სარემონტო სამუშაოები; - 100 000 ლარი.
9) ქ. გორში სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე სკვერში არსებული კასკადური შადრევანის რეაბილიტაცია; - 63 329 ლარი.
10) ქ. გორში ამილახვრის ქ#11-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია; - 6315 ლარი.
11) ქ. გორში ჭალის დასახლებაში #5 კვარტალში არსებული სკვერის რეაბილიტაცია; - 33 927 ლარი.
12) ქ. გორში კომბინატის დასახლებაში შინდისის გზ.ტკ #11-13-15 ბინების მიმდებარედ არსებული გაზონებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია; - 28 632 ლარი.

განყოფილება აქტიური მონაწილეობით მომზადდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტი.

მითითებული პერიოდის განმავლობაში 25 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს დაუდგინდა მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრები და შეთანხმდა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციები.

განყოფილების მიერ აღნიშნულ პერიოდში შესწავლილ იქნა და შესაბამისი რეაგირება გაუკეთდა მოქალაქეთა 846 განცხადებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.