რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პატრიარქს შეხვდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთის პარტიარქთან შეხვედრისას განუცხადეს, რომ ცხინვალში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს.

ამის შესახებ ბიბილოვს ცხინვალელი ჟურნალისტები, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესაუბრნენ. ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი და დე-ფაქტო რესპუბლიკა კვლავაც რჩება მართლმადიდებლური ეკლესიის მომხრედ, ხოლო, გარკვეული საკითხების გადასაჭრელად, შესაბამისი დრო არ არის.

ცხინვალის მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური შეხვედრამდე აცხადებდა, რომ ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურთან ახალი ეკლესიის მშენებლობას, ასევე, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ადგილობრივი ახალგაზრდების მივლინების საკითხს განიხილავდა.

,,პატრიარქთან შეხვედრისას განვიხილეთ საკითხი იმის შესახებ, თუ სამხრეთ ოსეთის რომელ ეკლესიებში შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შესვლა. მოგეხსენებათ, ჩვენ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, სამხედრო პირები და ასევე ჩრდილოეთ ოსეთიდან. დღეის მდგომარეობით, სამხრეთ ოსეთში არის ეკლესიები, სადაც ნებისმიერ მართლმადიდებელ ადამიანს შეუძლია მოლოცვა. თუმცა, არის პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. არავის აქვს უფლება აუკრძალოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მართლმადიდებელს ლოცვა" - აღნიშნა ბიბილოვმა.

რუსეთის პატრიარქთან შეხვედრამდე, ცხინვალის მედიამ ხელახლა გამოაქვეყნა რეპორტაჟი ახალგორის რაიონიდან, რომელიც 2015 წელს ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა. ცხინვალელი ჟურნალისტი წერდა, რომ იკორთას ეკლესიაში ქართველმა მღვდლებმა რუს სამხედროები არ შეუშვეს. დე-ფაქტო მთავრობის დაქვემდებარებული მედია საშუალება ირწმუნებოდა, რომ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია სხვა ეთნიკურ მართლმადიდებლებს წირვა-ლოცვას უზღუდავს. მაგალითისთვის მოიყვანეს ის ფაქტი, თითქოს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეს ქართველმა მღვდლებმა ოკუპანტი უწოდეს. რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, ამის თაობაზე, მეუფე ისაიას კომენტარი ჯერ არ გაგვაჩნია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.