გრაკლიანი გორას ფერდობებიდან, ავტობანიდან, სამთავისიდან და, საკუთრივ, იგოეთი-კასპის შიდა სარაიონოთაშორისო გზიდან დაშვებულ წყლის მასას გასავალი კერძო ბაღებისკენ აქვს.
ამის გამო, ბაღში ხეხილი განადგურდა, ხოლო ნიადაგი გამოუსადეგარი გახდა. ყოველ მომდევნო წვიმის დროს, წყალი ამჯერად მეზობელი სახლებისკენ და ნაკვეთებისკენ მიემართება.
თემურ შერმადინი ამბობს, რომ იგოეთი-კასპის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დროს შეცდომა დაუშვეს, რასაც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეთანხმებიან. კერძოდ, პროექტის შედგენის დროს, 6,5 კმ-იან გზის მონაკვეთზე, შესაბამისი სადრენაჟო არხის მომზადება არ გაითვალისწინეს.
იგოეთი–კასპი ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) საავტომობილო გზის კმ1-კმ 6.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებდა.
,,პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4 555 000 ლარს, ჯამში 6.5 კმ გზა დაიგო და ასევე მოეწყო ბიტონის სანიაღვრე არხები" - წერია 2015 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები