რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორში მსხვერპლით დასრულებული ჯგუფური ანგარიშსწორება დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა
ჯგუფური ანგარიშსწორება, რომელიც გორში მსხვერპლით დასრულდა, დასახლებულ პუნქტთან, კორპუსების სიახლოვეს 26 ივლისს მოხდა.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, გორის მეხუთე საჯარო სკოლის შენობის უკან, 20-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სტუმართაგან სამი ახალგაზრდა იყო, დანარჩენი ადგილობრივი - წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრებლები.

,,არაფერი გაგვიგია, არაფერი ვიცით, ჩვენც დღეს გავიგეთ, რაც მოხდა" - ასეთია ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მცხოვრებთა პასუხები.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქუჩის შესასვლელში მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციისგან შეიტყვეს. ,,პოლიცია რომ მოვიდა, უკვე დაღამებული იყო. სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოითხოვეს. მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ ჩხუბი მომხდარა" - გვითხრეს მაღაზიის თანამშრომლებმა.

ამ მაღაზიის ჩანაწერები მხოლოდ ქუჩაზე შესულ და ქუჩიდან გამოსულ ადამიანებს აფიქსირებს.

არაფერი გაუგიათ გარემოვაჭრეებს, რომლებიც ასევე ქუჩის შესასვლელში ხილ-ბოსტანს ჰყიდიან. ქუჩის დასასრულს კერძო, ერთსართულიანი ბარაკის ტიპის დასახლება იწყება.

ჯგუფური დაპირისპირებისას 24-წლის ახალგაზრდა დაშავდა. მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის გამო, გორში მცხოვრები, 20-წლის ბიჭი დააკავეს.

მისი ადვოკატი თეა კერესელიძე ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს: ,,მე გუშინ საღამოს ჩავერთე საქმეში, მანამდე სახაზინო ადვოკატი ჰყავდათ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს" - გვითხრა თეა კერესელიძემ. კონკრეტულად, რა ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს ბრალდებული, ადვოკატი არ ასაჯაროვებს.

ინფორმაციას არ ასაჯაროვებს გორის სასამართლოც. სასამართლომ 20-წლის ბიჭს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ საღამოს, 27 ივლისს შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის თანაშემწემ, აღკვეთის ღონისძიების შესახებ, მიღებული  გადაწყვეტილების ასლის გაცემაზე უარი გვითხრა - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები სუფრაზე იმყოფებოდნენ და კამათი მობილური ტელეფონის გამო დაიწყეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.