რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ინტერნიუსი-საქართველო” მოსწავლეებს და სტუდენტებს მედიაბანაკში ეპატიჟება
“ინტერნიუსი-საქართველო” დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს (14-19 წლის) მედიაბანაკში ეპატიჟება, რომელიც 4-9 სექტემბერს დასასვენებელ კომპლექს “ოაზისში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მედიის და ჟურნალისტიკის პრინციპებს და დაეუფლებიან მულტიმედიური მედიაწარმოების ძირითად უნარებს, ასევე სოციალურ ქსელებში ეფექტური კომუნიკაციის უნარებს. მონაწილეებთან გამოცდილი ჟურნალისტები და პროდიუსერები იმუშავებენ.

მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და მოკლე სამოტივაციო წერილი, ასევე, მედიანამუშევრების (მხატვრული ან დოკუმენტური ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტი) ნიმუშები.

ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც “ინტერნიუსი-საქართველო” საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. “ინტერნიუსი - საქართველო” არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით. “ინტერნიუსი-საქართველო” მედიაბანაკებს მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის 1995 წლიდან ატარებს.

შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, სამოტივაციო წერილთან ერთად გაუგზავნეთ ბანაკის ორგანიზატორს, შორენა ქოჩიაშვილს ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ტელ: 598 404 401) 2017 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დაგიმზადებიათ მედიანამუშევრები, დაურთეთ სარეგისტრაციო ფორმას.

დამატებითი ინფორმაცია განთავსდება “ინტერნიუსი-საქართველოს” ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/InternewsGeorgia/ და ვებგამოცემაში www.media.ge.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
23:34 / 08.10.2025
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
00:00 / 01.10.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.