რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორელმა ახალგაზრდებმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელის შესახებ დისკუსია გამართეს
პროექტის ,,ინიციატივა" ფარგლებში გორელმა მოსწავლეებმა და
სტუდენტებმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელის თაობაზე დისკუსია
გამართეს.
შეხვედრა ,,აგროქართლის" ოფისში დღეს მოეწყო, სადაც ორ ჯგუფად დაყოფილმა ახალგაზრდებმა თავიანთი არგუმენტები მოიყვანეს. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მოწყობის შესახებ ცოდნა მათ, სწორედ, პროექტის ფარგლებში და სასკოლო სამოქალაქო განათლების მიღებისას დააგროვეს.
დისკუსია იმიტირებულ სასამართლოს პროცესს წარმოადგენდა, სადაც ,,მოსამართლეებს", მოსმენილი არგუმენტების შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.
მორის გიგაური - პროექტის ხელმძღვანელი: ,,მიმდინარეობს პროექტი: ,,Lex-rex - კანონი მეფობს", რომელსაც ახორციელებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თვითონ პროექტს ჰქვია ,,ინიციატივა“. პროექტის ფარგლებში გორში დაახლოებით 70-ე ახალგაზრდაა ჩართული სხვადასხვა ლოკაციაზე. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს იმიტირებული პროცესი კონსტიტუციიდან ამოღებულ ყველაზე აქტუალურ მუხლებთან და ასევე სხვადასხვა კონსტიტუციებიდან ამოღებულ მუხლებთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში ასევე გვაქვს დაგეგმილი ,,CiTy Game'' ახალბაღში. შემდეგ იქნება დაჯილდოების ცერემონია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე კომპანიას: ლიბრას, რომელმაც გადმოგვცა წიგნები, 04-08-ს და ასევე კაფე 22-მა, რომელმაც უზრუნველყო ლანჩი, იმისათვის რომ წაეხალისებინათ ბავშვები.“
პროექტი ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით, ხორციელდება.
თავდაპირველად, დებატების მეშვეობით, პროექტის ფარგლებში 70-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს. ამის შემდგომ პროექტის მონაწილეებმა ახალ ბაღში (კულტურისა და დასვენების პარკში) ,,CiTy Game'' ითამაშეს, სადაც სათავგადასავლო სტილის აქტივობაში აკადემიური ცოდნა მიიღეს.

ამავე კატეგორიაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში,
პირველად ისტორიაში
დღეს დილით ავტობანზე ავტოსაგზაო
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები