რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორის, ქარელისა და ხაშურის ახალგაზრდებთან ,,ინიციატივას" წევრებმა შეხვედრები გამართეს
გორში საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან და სტუდენტებისგან შემდგარი
გუნდი ახორციელებს ,,პროექტს ,,ინიციატივა", რომელიც სხვადასხვა
თემებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
საინიციატივო გუნდის წევრები არიან: ელინა ღამბაშიძე, იაკობ მაღალაშვილი, სოფო მთიულიშვილი და თიკა მაღალაშვილი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 7-დან 9 აგვისტომდე გორში, ხაშურსა და ქარელში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს.
7 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში მათი ორგანიზებით საჯარო ლექცია თემებზე: "სეკულარიზმი", "კონსტიტუციის არსი და მისი მნიშვნელობა" და "რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე " გაიმართა. ლექციას გორის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, იურისტი დავით კვერნაძე უძღვებოდა.
,,ლექცია იყო საკმაოდ მაშტაბური რომელსაც 60 ახალგაზრდა ესწრებოდა, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან მცხოვრები ახალგაზრდები, გორის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მსჯელობა, დამსწრეებს საშუალება მიეცათ კითხვა პასუხის რეჟიმში უკეთესად გათვითცნობიერებულიყვნენ საკითხებში. აღნიშნეს, რომ აქტივობა საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა სასარგებლოდ გამოდგა. ასევე, იმედოვნებდნენ, რომ გორში ხშირად ჩატარდება მსგავსი საგანმანათლებლო ლექციები.' - აღნიშნავენ საინიციატივო გუნდის წევრები.

მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს ,,ინიციატივას" ორგანიზებით, ქალაქ ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფილმი აჩვენეს.
,,მოგეხსენებათ, 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღეა და მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით საინიციატივო გუნდის წევრებმა შეხვედრა ხაშურში სწორედ ამ თემას მიუძღვნეს. ფილმის შემდეგ, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია გაიმართა. აქტივობაში აქტიურად ჩაერთო ხაშურის 30 ახალგაზრდა" - აღნიშნავს იაკობ მაღალაშვილი.
საინიციატივო გუნდი დიდ მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს თამაზ ლაცაბიძეს, რომელმაც ახალგაზრდებს აქტივობის განხორციელებაში ხელი შეუწყო და შეხვედრა დადებითად შეაფასა.

9 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, თემაზე ,,არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფოს ჰქონდეს კონსტიტუცია" შეხვედრას 20-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მოსწავლეები საქართველოს კონსტიტუციას და მის ისტორიას გაეცნენ.
,, ისინი ასევე გაეცნნენ სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებს და მათ მუხლებს. დაასახელეს არგუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება ჩვენი კონსტიტუცია სხვა ქვეყნების კონსტიტუციიისგან მიღებული ცოდნის შემდეგ მყარი და კონკრეტული პარალელები გაავლეს. სემინარის შემდეგ უყურეს ფილმს მაჰათმაა განდის შესახებ და დარწმუნდნენ, თუ რა დიდი ძალა აქვს ერტი ადამიანის აქტივობას სახელმწიფოში" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები