რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქართული კულტურის პოპულარიზაცია ლონდონში
„თანამედროვე დიპლომატიას ბევრი განზომილება აქვს, სამზარეულოს დიპლომატიით დაწყებული სამეცნიერო დიპლომატიით დასრულებული,“ - ფიქრობს საქართველოს ელჩი ლონდონში თამარ ბერუჩაშვილი. მისი აზრით, ყველა ეს მიმართულება, როგორც საშუალება, ასე უნდა გამოვიყენოთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

„პროფესიონალი დიპლომატები ყველაფერს - სამზარეულოს, სპორტს, მეცნიერებას თუ ხელოვნებას - სწორად და გონივრულად იყნებენ დასახული მიზნის მისაღწევად. ჩვენი მიზანი კი, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიღწევების, მისი უნიკალურობის წარმოჩენაა.“

ერთ-ერთი, რითაც საქართველოს საელჩო ბრიტანეთში ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს, კულტურული ღონისძიებებია.

მომავალი თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ელჩს მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გვანცა დოლუაშვილი ესაუბრა.

„მეტი ფინანსირება რომ იყოს, კარგი იქნებოდა, თუმცა ვცდილობთ, არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთოთ. შედეგიც სახეზეა, ჩვენი კალენდარი საკმაოდ დატვირთულია“, - ამბობს თამარ ბერუჩაშვილი.

საელჩოს კალენდრის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება სექტემბრის ბოლოსაა ჩანიშნული - ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ქართული პოლიფონიის საღამო მოეწყობა.

ელჩის ცნობით, „ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საცავებში, ათასი წლის წინ, ბრიტანული კომპანია „გრამაფონის“ მიერ ჩაწერილი ქართული ხმების არქივი ინახება და ამ საღამოზე სწორედ მათი გამომზიურება მოხდება. ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს და სტუმრებს ქართულ უნიკალურ პოლიფონიას წარუდგენს“.

შემდეგი ღონისძიების თარიღი 5 ოქტომბერია - ამჯერად, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის შტაბ ბინაში ისაუბრებენ.

როგორც თამარ ბერუჩაშვილი ამბობს, „5 ოქტომბერს ნანა ჯორჯაძის მიერ გადაღებული ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჩვენება მოეწყობა. ფილმის დასრულების შემდეგ საუბარი იქნება ღვინის განვითარების ისტორიაზე, მეღვინეობის ტრადიციაზე და მის მრავალფეროვან მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ასევე იქნება ქართული ღვინის დეგუსტაცია.“

კიდევ ერთი კულტურული საღამო ნოემბერში მოეწყობა - გალაქტიონის დაბადების დღეს, 16 ნოემბერს მთარგმნელ ინესა მერაბიშვილის ახალი კრებულის წარდგენა მოხდება.

„ქართული პოეზიის წინ წამოწევის მიზნით, დროდადრო, ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ამ ღონისძიების ინიციატორიც საელჩოა. ინესა უბადლო მთარგმნელია და დარწმუნებული ვართ, მისი თარგმანები მკითხველს მოეწონება“, - ამბობს თამარ ბერუჩაშვილი.

საელჩო ყველა ამ ღონისძიებაზე სტუმრებს სხვადასხვა სექტორიდან ელოდება. როგორც ისინი ამბობენ, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მიმართ დაინტერესება ნელ-ნელა იზრდება, და შედეგად, მათ ღონისძიებებზე ეტაპობრივად უფრო და უფრო მრავალფეროვანი საზოგადოება გროვდება.


გვანცა დოლუაშვილი


მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.