რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გერმანიის მთავრობა ყოფილ საბჭოთა ტყვეებს კომპენსაციას გადაუხდის
1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეტალურ ინფორმაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მიაწოდეს.

გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე განცხადებით წარდგენა შეძლონ.

დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.

მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა.
აღნიშნული წერილი მოგვაწოდა საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.


ვის შეუძლია აღნიშნული დახმარების მიღება:

საფუძველს მიიღოს პირმა ერთჯერადი ფულადი დახმარება წარმოადგენს აუცილებლობა, განმცხადებელი იყოს საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფებოდა ტყვედ რომელიმე გერმანულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე.

პირი/განმცხადებელი ან უფლებამოსილი პირი მიიღებს ერთჯერადად 2500 ევროს.

სად უნდა გაიზგავნოს, ან როგორ უნდა მოიპოვოთ განცხადების ნიმუში და შეავსოთ იგი:

ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადებით მიმართვა არაუგვიანეს 30.09.2017 (ბოლო თარიღი). განცხადება უნდა შეივსოს გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე და გაიგზავნოს ფოსტით ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. განცხდების ადრესატია ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება:

Bundesamt für zentrale Dienste und offene Vermögensfragen - Bund.de
DGZ-Ring 12 13086 Berlin


განცხადებისთვის აუცილებელია სპეციალური ანკეტის შევსება, რომლებიც ატვირთულია ამავე ბმულზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე/ან სახელმწიფო უწყების პარტნიორ საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე.



დამატებითი ინფორმაციისათვის:

+ 4930 187030 1550 (Bundesamt für zentrale Dienste und offene Vermögensfragen)


პირები, ვინც ვერ მიიღებენ აღნიშნულ კომპენსაციას / სამართლებრივი ახსნა-განმარტება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგულაციების მიხედვით;
აღნიშნულ ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებს პირი თუ:

1. მას მას ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაულებები, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან მონაწილეობდა მასში.

2. პირები რომლებიც ტყვედ ყოფნისას ან ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე - აღნიშნულ პერიოდში თანამშროლობდნენ ან მუშაობდნენ ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებთან: გერმანული პოლიცია/დაცვის პოლიცია/საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია - გესტაპო/უშიშროების სამსახური/დაცვის რაზმები/საშტურმო რაზმები/ SS-ის ძალები.

3. მუშაობდნენ ან თანამშრომლობდნენ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე პერიოდში ვერმახტის შეიარაღებულ ძალებში/თან, ან სხვა სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში/თან რომლებიც ემორჩილებოდნენ გერმანულ რეიხს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამ ფორმით ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ბმული ანკეტით:

http://www.badv.bund.de/DE/OffeneVermoegensfragen/AnerkennungsleistungSowjetischeKriegsgefangene/russisch/start.html


http://www.badv.bund.de/DE/OffeneVermoegensfragen/AnerkennungsleistungSowjetischeKriegsgefangene/englisch/start.html


რა უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილმა პირმა/პირებმა სამკვიდრო უფლების ამოქმედების შემთხვევაში:
განმცხადებლის/უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის უწყებას არ მიმართავს უფლებამონაცვლე მემკვიდრე, იგი კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას.


ანკეტა-განაცხადის შევსების ინსტრუქცია:


თუ თქვენს მიერ ანკეტა-განაცხადი არ იქნება შევსებული ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპენსაცია არ გაიცემა.

ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწონოს:

1. მხოლოდ თქვენ, როგორც უფლებამოსილ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილ (საჭიროა ოფიციალური მიდობილობის არსებობა) პირს გაქვთ უფლება მოითხოვოთ/მიიღოთ კომპენსაცია.

განმცხადებელმა განაცხადს უნდა დაურთოს ცნობა ოფიციალური ორგანიზაციებიდან (ბანკი, ადმინსტრაციული უწყება, საავადმყოფო, წითელი ჯვრის ორგანიზაცია, საელჩო...) იმის შესახებ, რომ ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელი ცოცხალია.

2. თუ ანკეტა-განაცხადი წარმდგენია მესამე პირი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მიეთითოს მისი შესაბამისი მონაცემები ნოტარიუსის/ იუსტიციის სახლის/სასამართლოს მიერ გაცემული მინდობილობის დართვით.

3. თუკი უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა განცხადების წარდგენის შემდეგ, რის შესახებაც გერმანიის ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება დროულად იყო ინფორმირებული, კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის მეუღლე, ან შვილები. კომპენსაციის მიღების უფლება უქმდება თუ მეუღლე და შვილები გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ წარადგენენ განაცხადს უფლებამოსილების შესახებ.

4. აღნიშნულ პუნქტში უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია სამხედრო ტყვედ ყოფნის (4.1), სამხედრო ტყვეთა ბანაკში ყოფნის (4.2.) შესახებ და მოყვანილ იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამხედრო ტყვედ ყოფნის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის არქივიდან (ქ.თბილისი; გლდანის რ-ნი; გმირ კურსანტთა ქუჩა 4)

5. კომპენსაციის შეუფერხებლად მიღებისათვის სრულად უნდა იქნას მითითებული განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები, სრული მისამართი და საერთაშორისო საბანკო კოდები (BIC, SWIFT, IBAN).

6. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა უნდა დაადასტუროთ ხელმოწერით. ხელმოწერის გარეშე მიწოდებული ანკეტა-განაცხადი არ მიიღება.

7. მონაცემთა გადამოწმებისათვის საჭიროა განმცხადებლის თანხმობა, რათა საჭიროებისამებრ შემოწმდეს ანკეტაში მითითებული ფაქტები.
თანხმობის დადასტურება საჭიროა ხელმოწერით ( 6;7 პუნქტებში)


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.