რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რა კავშირი აქვს ,,ლედი გორს" სპორტულ კლუბ ,,სოსელოსთან"
გორის საფეხბურთო კლუბ ,,ლედი გორს" სახელწოდება არ შეცვლია და ის ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე არსებული სახელით იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია რევაზიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია გუნდისთვის ოფიციალურად ,,სოსელოს" დარქმევის შესახებ, სიცრუეა.

,, საქმე იმაშია, რომ ერთი თვის წინ, სამმა ადამიანმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია, სახელწოდებით ,,ააიპ ,,სპორტული კლუბი - სოსელო", რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არანაირი შეხება აქვს ფეხბურთის რეგიონულ ორგანიზაციასთან და მის გუნდებთან. დამფუძნებლები ვართ რიჩარდ ოიბადე, ბექა კვიწინაძე და მე. იმ გამო, რომ რიჩარდი არის მწვრთნელი ქალთა გუნდის, ასევე, სხვა გუნდების, მაგალითად, ამპუტანთ ფეხბურთელთა გუნდის, აქედან გამომდინარე, ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ სახელი შეეცვალა ,,ლედი გორსაც", რაც არ არის მართალი" - აცხადებს გია რევაზიშვილი.

მისი განმარტებით, ახალი ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირი) ,,სპორტული კლუბი - სოსელო" აპირებს შექმნას როგორც ქალთა და გოგონათა გუნდები, ასევე, გუნდები ვაჟთა და ჭაბუკთა შემადგენლობთ.

,,ჩვენი ორგანიაცია გეგმავს როგორც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას, ასევე, ბავშვთა კლუბების გაძლიერებას და ხელშეწყობას. რაც შეეხება სახელწოდება სოსელოს, თუ საიდან მოგვივიდა ეს იდეა, გეტყვით, რომ გუნდების სახელის შესახებ დიდხანს ვფიქრობდით. მოგეხსენებათ, ტურნირების დროს, გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გამოხატვა შეძახლებით. მოფიქრებული გვქონდა რამდენიმე ვარიანტი და ბოლოს შევთანხმდით ,,სოსელოზე". ტრუბინებზე შეძახილები ,,ს ო ს ე ლ ო" მისაღები აღმოჩნდა რიჩარდისთვისაც" - ამბობს გია რევაზიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას ითვალისწინებს.
13:11 / 17.11.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების
განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 
დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში
დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

11:37 / 17.11.2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.
10:25 / 17.11.2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
19:13 / 16.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
18:13 / 16.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.