რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,აგვისტოს მუზეუმში" დაცული ნივთების ისტორია
წიგნები, რომლებიც 9 წლის წინ, სპეციალურად მოწყობილ ხის თაროზე ეწყო, დღეს  ნახანძრალ ფანჯარაზე აწყვია. 2008 წლის აგვისტოში ისინი სამხედროებს გაუტანიათ და ეზოში ძირს, ბალახზე მოუფენიათ.

სოფელში სამორიგეოდ მყოფი ჩეჩენი სამხედრო თავისუფალ დროს ამ წიგნებს კითხულობდა. არჩევანი დიდი ჰქონდა. სახლის მეპატრონეს დაბრუნებისას ,,დედა ენის" პირველი გამოცემა დამწვარი დახვდა.

ლია ჩლაჩიძე ერგნეთში მას შემდეგ შევიდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა. მათ ე.წ. ბუფერული ზონა 2008 წლის სექტემბრის ბოლომდე არ მიუტოვებიათ.

,,როდესაც დავბრუნდით სოფელში, ჯერ კიდევ, საოკუპაციო ჯარი იდგა. ეზოში ეს წიგნები ძირს იყო მოფენილი და ჩეჩენი ჯარისკაცი კითხულობდა. კარგად მახსოვს, რუსულ ენაზე გამოცემული დიდი საბჭოთა ენციკლოპედია ჰქონდა გადაშლილი და ათვალიერებდა. ის წიგნი შემდეგ ვეღარ ვიპოვე, თუმცა, რაც გადარჩა გადავწყვიტეთ, რომ ამ მუზეუმში გამოგვეფინა" - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძემ ერგნეთში ,,აგვისტოს მუზეუმი" საკუთარი სახლის პირველ სართულზე გააკეთა. მის სანახავად ამერიკის ელჩი იან კელიც მივიდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მუზეუმის მოსაწყობად გარკვეული დახმარება გაუწიეს. მუზეუმში ის ნივთებია გამოფენილი, რომელიც ომთან ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებს აკავშირებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.