რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კოდისწყაროს სკოლის პირველკლასელები სამი სოფლიდან
გიორგი კუდუხაშვილი და მისი და, სოფელ კოდისწყაროს სკოლაში, მამამ სოფელ სარიბარიდან მინი ტრაქტორით ჩაიყვანა. დანარჩენ დღეებში და-ძმა სკოლის მიკროავტობუსით ივლის. ისინი უკვე პირველ კლასში არიან. 

,,რაც მოვედით, გიორგი არ გაჩერებულა, სულ ტირის" - ამბობს მამა, რომელიც სწავლის დამთავრებამდე სკოლის ეზოს არ მოცილებია. 

კიდევ ერთი ვაჟი, რომელიც პირველ კლასში ჩაირიცხა, სოფელ ყარაფილადანაა. სკოლაში ისიც მამამ მიიყვანა, ოღონდ მოძველებული ნივით. სამივე მოსწავლეს ადგილზე, მხოლოდ, ერთი კოდისწყაროელი მოსწავლე გოგონა დახვდათ.

კოდისწყაროს 9-წლიან სკოლის პირველ კლასში ოთხი მოსწავლე დარეგისტრირდა. აქედან, ორი - სარიბარიდან, ერთი - ყარაფილადან და ერთიც კოდისწყაროდან.

ქვემოთ ფოტოზე: პირველკლასელები



პირველკლასელი კოდისწყაროდან




პირველკლასელი ყარაფილადან



პირველკლასელები სარიბარიდან, და-ძმა

,,სკოლაში სულ 29 მოსწავლეა, ყველა კლასში მოსწავლე გვყავს. ბავშვების რაოდენობის მხრივ, ზოგგან 4 მოსწავლეა, ზოგგან შვიდი. მაგალითად, დამამთავრებელ კლასში ერთი მოსწავლეა, შარშანაც ერთმა დაამთავრა. გვაქვს ერთი კლასი, სადაც 7 მოსწავლეა. ზოგადად, თუ ვიტყვით, სკოლაში ბავშვთა ნაკადმა მოიმატა" - ამბობს სკოლის დირექტორი რუიზან დვალიძე.

ის ადგილობრივია და წლების განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობს. მას უამრავი მადლობის წერილი მისდის სხვა სკოლებიდან, რომლითაც ეუბნებიან, რომ კოდისწყაროს სკოლას ნიჭიერი, მოწესრიგებული და კარგად აღზრდილი ბავშვები ამთავრებენ. 




სკოლის ზარი

ლიკა მელაძე და ბარბარა ბულბულაშვილი თანაკლასელები არიან, ისინი მერვე კლასში არიან. ლიკა ყარაფილელია, ბარბარა კი, კოდისწყაროელი. საუკეთესო მეგობრები ამ ზაფხულს საზაფხული ბანაკში წაიყვანეს. წყნეთში უამრავი ახალი მეგობრები გაიცნეს. სკოლაში კი, მიღებული შთაბეჭდილებები ყველას გაუზირეს, მათ შორის ჟურნალისტებს.

იმედი აქვთ, რომ ახალ სკოლაში მომავალ წელს მაინც ისწავლიან.




ლიკა მელაძე ყარაფილადან და ბარბარა ბულბულაშვილი კოდისწყაროდან



სარიბარელი და ყარაფილელი პირველკლასელი მოსწავლეები და მშობლები

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.