ახალი ამბები
შინდისში რუსუდან გაფრინდაშვილს გამგებლის სიდედრის სახლის შემდეგ ვაგონის დატოვებას სთხოვენ
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში რუსუდან მეგრელიშვილს საცხოვრებელი ვაგონის აღებას სთხოვენ. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა. მისი თქმით, სოფლის ტერიტორიიდან ვაგონის უკან წაღებას გამგებლის წარმომადგენელი ითხოვს. გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონტეინერი უკანონოდაა დადგმული.

რუსუდან გაფრინდაშვილი ვაგონში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიდედრმა, დარეჯან კვალიაშვილმა ძველი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. გაფრინდაშვილი ქირით, სწორედ, ამ სახლში ცხოვრობდა. გამგებლის სიდედრის სახლი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლებმა დაანგრიეს, თუმცა, ადგილობრივი უსახლ-კაროების (ხუციშვილი, მეგრელიშვილი) პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ახალი სახლი საბიუჯეტო რესურსით აშენდა, აუდიტის შემოწმების საფუძველი გახდა. გამგეობის აუდიტის სამსახურს კი, გამგებელი დავით ონიაშვილი ხელმძღვანელობს.

,,გამგებლის სიდედრთან საცხოვრებლად 2008 წლის ომის შემდეგ გადავედი. მანამდე ხან სად ვიყავი ქირით, ხან სად. ეგ სახლიც ძალიან ძველი იყო. ვირთხები დამდიოდნენ თავზე. მითხრა დარეჯანმა, რომ სახლი უნდა აღვადგინო და ვაგონში გადადიო. ეს ვაგონი 2015 წელს ჩემმა ნათესავებმა მიყიდეს. ამ წლის ზაფხულიდან ვაგონში გადავედი. ვითხოვ დენს, მაგრამ არ მაძლევენ. სოფლის გამგებელი მეუბნება, რომ ეს ვაგონი უკანონოდ მაქვს ჩადგმული" - აცხადებს რუსუდან გაფრინდაშვილი.

სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მისი მდგომარეობა იმ სახლში შეამოწმეს, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა. დღემდე დახმარება გამგებლის სიდედრის სახლის მისამართზე მისდის:

,,დარეჯანთან მოხდებოდა რა თქმა უნდა ჩემი შემოწმება, რადგან იქ ვცხოვრობდი. სოციალური სააგენტოდან ახალ მისამართზე  არ მომხდარა ჩემი გადამოწმება. მივმართე სააგენტოს, რომ ხელახლა ვაგონში შეამოწმონ ჩემი მდგომარეობა. ამ ხნის განმავლობაში არ მოსულან" - ამბობს რუსუდან გაფრინდაშვილი.

სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობენ, რომ რუსუდან გაფრინდაშვილი სოფელში არ არის ჩაწერილი.



,,ჩვენთვის ამ ქალბატონს არ მოუმართავს, არც დახმარებისთვის, არც რაიმე ცნობის აღების მიზნით. ის, როგორც ვიცი, ჩაწერილია საჩხერის რაიონში. იქიდან არის ჩამოსული." - ამბობს სოფელში გამგებლის წარმომადგენელი ბაჩუკი (ალექსი) მთვარაძე. რუსუდან გაფრინდაშვილი ყვება, რომ ის შინდისში 90-იან წლებში ჩავიდა.

,,ბავშვთა სახლში გავიზარდე. მერე დავოჯახში. მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი მქონდა. შვილები მყავს. გოგო აქ წამოვიყვანე, ბიჭები იქ დავტოვე და დღემდე არ მიმიღეს. აქ ქირით ვმუშაობ წლებია ბაღებში. მეზობლებსაც ვეხმარები და ისინიც მეხმარებიან. დღემდე ვითხოვ დენის შემოყვანას, საპირფარეშოც კი, არ მაქვს ვაგონში. გაუსაძლის პირობებში ვარ" - ამბობს რუსუდან გაფრინდაშვილი.

3 თვის წინ, სოფელში მცხოვრებმა სხვა უსახლ-კაროებმა უსაყვედურეს, რომ მათთვის გათვალისწინებული თანხებით და რუსუდან გაფრინდაშვილის სახელით, გამგებლის სიდედრის სახლი შენდება:

,,მისაყვედურეს თანასოფლელებმა, რომ ჩვენი ფულით დარეჯანი სახლს გიშენებსო. მე ვკითხე დარეჯანს და მითხრა, რომ სახლს ჩვენი დანაზოგით ვაკეთებთ და ჩემი სიძე არაფერ შუაშიაო. მე ნამდვილად არ მომითხოვია, რომ ჩემ გამო, გაეკეთებინათ დარეჯანის სახლი. მე უბრალოდ იმას ვითხოვდი, რომ ჩემთვის მოეცათ რამე მიწა და იქ აეშენებინათ სახლი" - განმართავს რუსუდან გაფრინდაშვილი.

სოფელში გამგებლის წარმომადგენელი ბაჩუკი (ალექსი) მთვარაძე ამბობს, რომ მათთან რუსუდან გაფრინდაშვილის განცხადება არ შესულა, არც უშუალოდ მას დაუყენებია რაიმე შუამდგომლობა გამგეობის წინაშე: ,,ერთადერთი წერილია, როგორც მახსოვს, შემოსული გამგეობიდან, რომლითაც გვთხოვეს, რუსუდანის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ყველა დოკუმენტი აუდიტს აქვს წაღებული" - აცხადებს ბაჩუკი მთვარაძე.

რუსუდან გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მის მიერ გამგეობაში გაგზავნილი წერილები ცოტა ხნის წინ წაიღეს. ვინ და სად წაიღო, არ ასხოვს. 



ფოტოზე: რუსუდან გაფრინდაშვილი კერძო ფერმერების ნაკვეთში გასამრჯელოს სანაცვლოდ გვიან საღამომდე მუშაობს
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეორეპორტაჟი
,,ორმაგი" მოქალაქე ზარდიანთკარში ,,უკონტროლო ზონაში“ ცხოვრობს
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის.
გორის მერმა მოადგილეები წარადგინა - პირველი მოადგილე ექიმებმა ჰოსპიტალიდან არ გაუშვეს
წარდგინებას დანარჩენი ორი მოადგილე - ეკატერინე სუხიშვილი და ალექსი მარიამიძე დაესწრნენ. კოტე თავზარაშვილი 
კასპის მუნიციპალიტეტში CENN-თან ერთად ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავეს
გეგმა ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
არჩევნებში დამარცხებული და გამარჯვებული მოქმედი დეპუტატები
საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან, რომლებმაც გაიმარჯვეს, ყველაზე მეტი ხმა, რაოდენობრივად, დავით რაზმაძემ მოიპოვა.
დღეს ,,კასპობა" იმართება
სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს.
საღოლაშენის სკოლას წყალი არ მიეწოდება
,,სატუმბი სადგურის გარეშე შეუძლებელია სკოლის ნორმალურად წარმართვა. სველი წერტილები შეტანილ იქნა სკოლის შენობაში,
ამავე კატეგორიაში
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან
ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი
მოდის.
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის.
00:24 / 18.11.2017
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიგნით 27, ხოლო გარეთ -
13 კამერა განთავსდება
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიგნით 27, ხოლო გარეთ - 13 კამერა განთავსდება
19:01 / 17.11.2017
CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში
იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა

CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა

18:20 / 17.11.2017
დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში ქურთუკს
აღარ იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გათბობის სისტემის
ამუშავება.
დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში ქურთუკს აღარ იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გათბობის სისტემის ამუშავება.
16:08 / 17.11.2017
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე რამდენიმე ოჯახთან
ინფორმაცია გადაამოწმა. მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევას არ
დაკვირვებიან, თუმცა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე რამდენიმე ოჯახთან ინფორმაცია გადაამოწმა. მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევას არ დაკვირვებიან, თუმცა
15:17 / 17.11.2017
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.