რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორის მომავალი მერი ქუჩებში საარჩევნო პლაკატების განთავსების სისტემის შეცვლას აპირებს (VIDEO)
,,მე ეს არ მომწონს. მომავალი არჩევნებისთვის ვიზრუნებ იმაზე, რომ პლაკატების გაკვრის სისტემა შეიცვალოს და საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების კედლებზე არ მოხდეს მათი განთავსება" - ეს განცხადება გორის მომავალმა მერმა კოტე თავზარაშვილმა დიდების მუზემთან გააკეთა.

მან და ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატების გაწმენდა დაიწყეს. სამუშაოებზე გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები და შიდა ქართლის გუბერნატორიც ჩაერთვნენ. სპეციალური ხსნარით კედლების გასუფთავება დიდების მუზეუმის ტერიტორიიდან დაიწყეს.

კოტე თავზარაშვილის საარჩევნო შტაბის პრეს-სამსახურის ცნობით, გორის შემდეგ აქტივისტები გორიდან რამდენიმე სოფელშიც მიეხმარებიან ადგილობრივ მხარდამჭერებს.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 106-ვე უბნის შედეგები დათვალა. საოლქო კომისიის მონაცემებით, კოტე თავზარაშვილს უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 54,54%-მა მისცა ხმა.

ცესკოს მონაცემებით, 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა. კოტე თავზარაშვილს მხარი 22 918-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. სადავოა არაშენდას უბნის შედეგები, სადაც შესაძლოა გამარჯვებულ კანდიდატს 71 ხმა მოაკლდეს. საჩივარს საოლქო კომისია იხილავს.

საბოლოო შედეგები ასეთია: 1. კოტე თავზარაშვილი (ქართული ოცნება) - 54,54% (22 918 ხმა) 2. რევაზ კახნიაშვილი (ნაციონალური მოძ) - 15,89% (6 679 ხმა); 3. დავით ონიაშვილი (,,შენების მოძრაობა") - 11,68% (4 908 ხმა) 4. დავით მახნნიაშვილი(ევროპული საქ-ო) - 9,5% (3 991 ხმა);  5. იოსებ სოსიაშვილი (დემოკრატ. მოძრ - 3,56% (1 495 ხმა); 6. თამარ ზურაბაშვილი (ლეიბორისტ) - 2,58% (1 085 ხმა); 7. ალეკო ლურსმანაშვილი(კომუნისტ) - 0,94% (393 ხმა); 8. ნანა ხიზანიშვილი (ხალხის ერთსულოვნება) - 0,87% (364 ხმა); სოფო აფრიაშვილი (გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალ საქ-ო) - 0,45% (191 ხმა)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.