ახალი ამბები
2014-2017 წლებში ქალაქის საკრებულოს წარმომადგენელთა ხელფასებმა და პრემიებმა 516 211 ლარი, თემის კი - 489 300 ლარი შეადგინა
გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების ახალი საკრებულო პირველ სხდომას ხვალ გამართავს. სწორედ ახლადარჩეულ დეპუტატებს მოუწევთ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება. მანამდე კი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წინა მოწვევის საკრებულოების (ქალაქის და თემის) წევრებზე გაცემული თანხებით დაინტერესდა.

ქალაქ გორის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლების ხელფასებისა და პრემიებისთვის 3 წელსა და 7 თვეში 516 211 ლარი დაიხარჯა, თემის შეთხვევაში კი - 489 300 ლარი. ამ რიცხვებში არ შედის საკრებულოს რიგით წევრებზე გაცემული სამგზავრო თანხები, რადგან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ცნობით, ეს პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის შემთხვევაში 2014 წელს საკრებულოს წარმომადგენლების პრემიებსა და ხელფასებზე  73 779 ლარი დიხარჯა, 2015 წელს - 179 800 ლარი, 2016 წელს - 156 482 ლარი, 2017 წელს კი 106 150 ლარი.

რაც შეეხება თემის საკრებულოს, 2014 წელს ხელფასებსა და პრემიებში 55 930 ლარი გაიცა, 2015 წელს - 145 700 ლარი, 2016წელს -165 422.5 ლარი, 2017 (30.10-მდე) – 122 247.5 ლარი

ქალაქ გორის საკრებულო




2014-წლის მოწვევის საკრებულო 3 წლის მანძილზე ხმაურიანი მუშაობით გამოირჩეოდა. აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას  სამი პირი ასრულებდა. იმპიჩმენტის წესით გადაყენებული 2 თავმჯდომარის შემდეგ, 2017 წელს ახალი თვითმართველობის არჩევნები ისე ჩატარდა, რომ საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდა. 

2014 წელს ქალაქის მთლიანი ბიუჯეტი 18 729 400 ლარით განისაზღვრებოდა. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასმა წლის განმავლობაში 13 612 ლარი, პრემიამ კი 2750 ლარი შეადგინა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება 10 642, პრემია - 2150 ლარით განისაზღვრა. კომისიის ხელმღვანელებზე ხელფასისის სახით 37 125 ლარი, პრემია კი 7500 ლარის ოდენობით გაიცა.

2015 წელს, 17 528 300 ლარიანი ბიუჯეტიდან საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაცემულმა ხელფასმა 33 000 ლარი, პრემიემ კი 6875ლარი შეადგინა, თავმჯდომარის მოადგილეს-25 800 ლარი ერგო წლიური ხელფასი, ხოლო პრემია-5375 ლარი. კომისიის ხელმძღვანელების ხელფასმა კი ჯამში 90 000 ლარი შეადგინა. პრემიამ კი 18 750.

2016 წელს, ქალაქ გორის ბიუჯეტი 19 040 100 ლარი იყო, საიდანაც საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასმა მთელი წლის მანძილზე სულ 19 903 ლარი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად მცირე თანხის დაფისირება აღნიშნულ წერლს ამ პოსტზე მყოფი პირების იმპიჩმენტის წესით გამოყენებამ გამოიწვია. ქალაქ გორის საკრებულო 2016 წლის განმავლობაში თავმჯდომარის გარეშე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ეროვნული ფორუმის ოფილი წევრი (ახლა უკვე სენების მოძრაობის წარმომადგენელი) 2016 წლის თებერვალში გადააყენეს, მარტში დანიშნული ილია მეტრეველი კი ანალოგიური იმპიჩმენტის წესით იმავე წლის სექტემბერში გადააყენეს. მას შემდეგ მის მოვალეობას მოადგილე, ასრულებდა, რომლის ხელფასი მანამდე 24 846 ლარით განისაზღვრებოდა.პრემია კი 6575 ლარი. კომისიების ხელმძღვანელების ხელფასი წლის განმავლობაში 79 783 ლარი იყო, პრემია კი 22 625.

2017 წელს ქალაქის ბიუჯეტმა 19 879 600 ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში საკრებულოს უკვე მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამ დრომდე ხელფასის სახით 21 500 ლარი, პრემია კი 2150 ლარი მიიღო. კომისიების ხელმძღვანელებმა კი ხელფასის სახით 75 000 ლარი, პრემია კი 7500 ლარი აიღეს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ თავმჯდომარის, მოადგილის და კომისიების ხელმძღვანელების გარდა, 15 წევრიან საკრებულოში ყოველთვიურად თანხა (320-420 ლარის ოდენობით) სხვა დეპუტატებზეც გაიცემოდა, როგორც უფლება-მოვალეობის განხორციელების ხარჯი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო




2014 წელს გორის თემის ბიუჯეტი 11 235 000 ლარით განისაზღვრებოდა, საიდანაც საკრებულოს წარმომადგენელთა ხელფასებ სულ 46 530 ლარი გაიცა, პრემიებზე კი 9400 ლარი. აქედან საკრებულოს თავმჯდომარის, კონსტანტინე თავზარაშვილის, (გორის ახლადარჩეული მერი) თანამდებობრივმა სარგომ 13 117,5 ლარი შეადგინა, პრემიამ კი 2650. დანარჩენი თანხა 5 კომისიის ხელმძღვანელის ხელფასებსა და პრემიებზე გადანაწილდა.

2015 წელს, თემის ბიიუეტი 10 821 000 ლარით განისაზღვრებოდა, რა დროსაც საკრებულოს შემადგენლობის ანაზრაურებისთვის გამოყოფილმა თანხამ 112 800 ლარი შეადგინა, პრემიებისთვის კი - 32 900. აქედან საკრებულოს თავმჯდომარეს 31 800 ლარი ხელფასი, პრემია კი 9275 ლარი ერგო. დანარჩენი თანხა საკრებულოს კომისიების ხემძღვანელებზე გაიცა.

2016 წელს, როცა მთლიანი ბიუჯეტი 12830 000 ლარით განისაზღვრებოდა, საკრებულოს თანამდებობრივმა სარგომ წლის განმავლობაში 137 100 ლარი შეადგინა, პრემიამ კი 28322,5 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარემ ანაზღაურების სახით 31 800 ლარი მიიღო, მისმა პრემიის ოდენობამ კი წინა წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლები - 4505 ლარი შეადგინა. დანარჩენი თანხა კომისიების ხელმძღვანელების სახელზე გაიცა.

წელს, გორის თემის მთლიანი ბიუჯეტი 14 684 800 ლარით განისაზღვრებოდა. საკრებულოს წარმომადგენლებზე ხელფასის სახით 114 250 ლარი გაიცა, პრემიების ჯამმა კი 7997, 5 ლარი შეადგინა. წინასაარჩევნო პერიოდში მონაწილეობის პარალელურად, საკრებულოს თავმჯდომარეს, კონსტატიინე თავზარაშვილს, ხელფასისა და პრემიის მიღება არ შეუწყვეტავს (კანონით არ მოეთხოვებოდა თანამდებობის დატოვება, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელ პირს) და მისმა თანამდებობრივმა სარგომ სულ 26 500 ლარი შეადგინა, პრემია კი წლის განმავლობაში 1855 ლარი ერგო.

გორის თემის საკრებულო სულ 35 წევრისგან შედგებოდა და თანამდებობის პირების გარდა თანხები დანარჩენ წევრებზეც გაიცემოდა მინიმუმ 300 ლარის ოდენობით.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეორეპორტაჟი
,,ორმაგი" მოქალაქე ზარდიანთკარში ,,უკონტროლო ზონაში“ ცხოვრობს
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის.
გორის მერმა მოადგილეები წარადგინა - პირველი მოადგილე ექიმებმა ჰოსპიტალიდან არ გაუშვეს
წარდგინებას დანარჩენი ორი მოადგილე - ეკატერინე სუხიშვილი და ალექსი მარიამიძე დაესწრნენ. კოტე თავზარაშვილი 
კასპის მუნიციპალიტეტში CENN-თან ერთად ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავეს
გეგმა ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
არჩევნებში დამარცხებული და გამარჯვებული მოქმედი დეპუტატები
საკრებულოს მოქმედი დეპუტატებიდან, რომლებმაც გაიმარჯვეს, ყველაზე მეტი ხმა, რაოდენობრივად, დავით რაზმაძემ მოიპოვა.
დღეს ,,კასპობა" იმართება
სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს.
საღოლაშენის სკოლას წყალი არ მიეწოდება
,,სატუმბი სადგურის გარეშე შეუძლებელია სკოლის ნორმალურად წარმართვა. სველი წერტილები შეტანილ იქნა სკოლის შენობაში,
ამავე კატეგორიაში
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან
ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი
მოდის.
ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის.
00:24 / 18.11.2017
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიგნით 27, ხოლო გარეთ -
13 კამერა განთავსდება
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის შიგნით 27, ხოლო გარეთ - 13 კამერა განთავსდება
19:01 / 17.11.2017
CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში
იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა

CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა

18:20 / 17.11.2017
დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში ქურთუკს
აღარ იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გათბობის სისტემის
ამუშავება.
დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახში ქურთუკს აღარ იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა გათბობის სისტემის ამუშავება.
16:08 / 17.11.2017
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე რამდენიმე ოჯახთან
ინფორმაცია გადაამოწმა. მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევას არ
დაკვირვებიან, თუმცა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე რამდენიმე ოჯახთან ინფორმაცია გადაამოწმა. მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევას არ დაკვირვებიან, თუმცა
15:17 / 17.11.2017
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.