რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ატენის სიონის გარშემო მიმდინარე მშენებლობის გამო პოლიციაში გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია ,,ობიექტივის" ჟურნალისტებმა ნინო მიქიაშვილმა და ანი კიკნაძემ, ატენის სიონის გარშემო მიმდინარე მშენებლობის თაობაზე, პროკურატურას მიმართეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებმა გუშინ გორის შს სამმართველოს ხიდისთავის განყოფილებასთან განაცხადეს. ისინი სამართალდამცველებმა დაკითხეს, რადგან ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

დავის არსი

ნინო მიქიაშვილმა ატენის სიონთან დაწყებული სამუშაოების შესახებ, 2017 წლის 5 აგვისტოს შეიტყო. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ატენის სიონთან მშენებლობის ნებართვა გასცა საეპისკოპო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მშენებლობაზე, 2016 წლის 23 სექტემბერს. ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა პატრიარქს მიუტანა. შეხვდა მეუფე ანდრიას (გვაზავა).

,,მეორედ ატენში ჩავედი დღეს, 2017 წლის 14 ნოემბერს. მანამდე ვიყავი გორის რაიონული პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, გამოკითხვაზე - მივიტანე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, იმ იმედით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე გამოძიება დაიწყება, უკანონობა აღიკვეთება და დამნაშავეები დაისჯებიან. პოლიციაში ჩემი დაბარება მოხდა ანი კიკნაძეს საჩივრის საფუძველზე - ანიმ გამოძიების დაწყება მოსთხოვა მთავარ პროკურატურას და მისი საჩივარი პროკურატურამ გადაუგზავნა გორის რიაონულ პოლიციას. დღეს ჯერ ანი გამოკითხეს, შემდეგ მე." - ამბობს ნინო მიქიაშვილი.

დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ჟურნალისტები არ საუბრობენ. 






კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დღეს, 15 ნოემბერს ჟურნალისტების განცხადებებს გამოეხმაურა.

,,ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით, ისტორიულ კონტექტს აღადგენს." - აცხადებენ სააგენტოში.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან.

,,ინფრასტრუქტურული ნაგებობის პროექტი, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოს, ხოლო შემდგომში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს კვალიფიციური წევრების განხილვის შედეგად, საბოლოო სახით 2016 წელს დამტკიცდა, რაზედაც სააგენტომ შესაბამისი ნებართვა გასცა. პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. უმთავრესად, მისი კონტურები და არქიტექტურული წყობა იმ არექეოლოგიური რეალობითაა ნაკარნახევი, რომელიც არაერთი კვლევის შედეგადაა გამოვლენილი." - განმარტავენ სააგენტოში.

ისინი ირწმუნებიან, რომ სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობები არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

მონასტრის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული ნაგებობები თავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია და არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტებს. ადგილზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების შინაარსობრივი რეკონსტრუქციით კი აღდგება ატენის სიონის სამონასტრო ცხოვრების ისტორიული კანონზომიერება.

სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განვითარება, არათუ არღვევს დადგენილ ნორმებს, არამედ ქართული ხუროთმოძრვრულ ძეგლებზე ზრუნვის საქმეში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მისაბაძ მაგალითს ქმნის, რომელიც სამომავლოდ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.