ახალი ამბები
ელბაქიანი - ბოქლომით დაკეტილი სახლებით
რაჭიდან გაქცეულმა ყმა-ელბაქიძემ სამალავი ამ ადგილას შეარჩია. გადმოცემის მიხედვით, თავადი მოკლა და იძულებული გახდა გაქცეულიყო. თავი მდინარე ძამას ხეობაში შეაფარა და მის მარცხენა ნაპირზე ტყიან მასივში დასახლდა, სადაც მისი გვარი გამრავლდა. დღეს უკვე ელბაქიძეები სამ სოფელში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ რაჭველები არიან, თუმცა ოსური ენა უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელმა იცის. უმცროსი თაობა კი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს. ნაწილი - ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა.

90-იან წლების დასაწყისში, ამ ხეობაში, ერთი ადამიანის მკვლელობა სახლების დაცლისთვის საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა. იხსენებენ, რომ კონფლიქტის გაღვივების დროს, სოფელი ერთ ღამეში დაიცალა. დროთა განმავლობაში სახლების ჭიშკრებზე ბოქლომები დაჟანგდა კიდეც. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, ისინი გააღეს.




მაშიკო ელბაქიძის მონაგარი

84-წლის მაშიკო ელბაქიძე 25 შვილიშვილსა და შვილთაშვილს გაზაფხულამდე ვერ ნახავს. ამბობს, რომ საკუთარი მონაგარიდან ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი - დედაქალაქში. 10 შვილიდან 5 გოგო დარჩა. ვაჟები, სხვადასხვა მიზეზით, ადრეულ წლებში დაეღუპა.

მთელი დღე შინაურ ფრინველებს უვლის. ყურძენიც თავად დაწურა, მეზობელიც კი, არ შეაწუხა - ყველას თავის საქმე აქვსო.

დღესდღეობით, სოფელში მის გარშემო სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია, თითქმის ყველა მათგანი შემოდგომის მიწურულს იხურება.

,,23 მონაგარი მყავს, ორ შვილთაშვილს ველოდები კიდევ. შვილიშვილები და შვილთაშვილები. ყველა სხვაგან ცხოვრობს, ზოგი საზღვარგარეთაა, იქ მუშაობენ. მათაც გაჭირვებული ცხოვრება აქვთ და ამიტომ წავიდნენ. თორემ, ამ ხნის ქალი, მარტო ხომ არ ვიქნებოდი სოფელში?“ - გვეუბნება მაშიკო ელბაქიძე.

ხეობაში ქარიანი ამინდი იშვიათია, თუმცა, გასულ წლის სტიქიამ, მისი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. იხსენებს, რომ ქარმა ისე დააზიანა ჭერი, რომ მეზობლისგან მიწოდებული მეორადი შიფრით შეძლო გადახურვა. მიუხედავად ამისა, წვიმის დროს, კედლებში წყალი კვლავ იპარება.




მონაზვნები - ელბაქიანის ახალი ბინადრები

ელბაქიანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძამას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. პატარა მდინარეზე ხიდია გადებული. წყლის მარჯვნის მთავარი მაგისტრალი გადის. ქარელიდან ახალი გზა, სწორედ, ამ სოფლამდეა გაყვანილი. ადგილობრივი გამგეობა აცხადებს, რომ მოასფალტება 2018 წელშიც გაგრძელდება. ჩაფიქრებულია, რომ გზა ქოზიფას მონასტრამდე გაკეთდეს.

სოფლიდან ხიდის გადაღმა საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლი რუისის ეპარქიამ შეიძინა. აქ ამჟამად მონაზვნები ცხოვრობენ. 2017 წელს, მონაზვნების სახლის გვერდით ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო:

,,ამ ხეობაში 30-ზე მეტი ახალი ეკლესია უკვე აშენდა“ - გვეუბნება დედა ევთალია, რომელმაც წლებია სამონასტრო ცხოვრება დაიწყო. მისი თქმით, უდიდესი წვლილი სამონასტრო ეკლესიების მშენებლობაში მეუფე იობს მიუძღვის, რომელიც ხეობის ყოველ ნაბიჯზე, სადაც შესაძლებელია, ეკლესიას აშენებს.

ამ ახალ ეკლესიების რიცხვში შედის დედათა მონასტერიც. ის ქეთევან წამებულის სახელობის იქნება. დედა ევთალია ამბობს, რომ ადამიანის სულიერი სიმშვიდისთვის საუკეთესო ადგილია.




,,სოფელში ნემსის გამკეთებელი არავინ გვყავს"

ვენერა ელბაქიძის სახლი დედათა მონასტრის გვერდით მდებარეობს. ქალბატონი წინა დღით ცუდად გამხდარა და მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება წამლებით შეძლო. წუხს, რომ სოფელში ნემსის გამკეთებელი ექთანიც კი არ მოიძებნება:

,,სასწრაფოს კი გამოვუძახებთ, მაგრამ ყველაფერზე ხომ სასწრაფოს არ გამოვუძახებთ? თვითონაც ბრაზდებიან, რადგან შესაძლოა იმ დროს, სხვა უფრო მძიმე პაციენტისთვის დაჭირდეთ. ამიტომ, ვითხოვთ, რომ ერთი ექთანი მაინც იყოს სოფელში, ნემსი გაგვიკეთოს“ - ამბობს ვენერა ელბაქიძე. მისი შვილებით წასულები არიან ქალაქში სამუშაოდ.

ელბაქიანში სულ 20-მდე სახლია, აქედან, ერთი გვარია - ჩიტიშვილის. დანარჩენი - ელბაქიძეები.



Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
გორში ახალგაზრდა პოეტებმა და მომღერლებმა პოეზიის საღამო გამართეს
პროექტი ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ინიციატივით ხორციელდება. მოხალისეებმა მანამდე გორის ქუჩებში არაორდინალური აქცია
არჩევნების წინ გახსნილი ხილის ქარხანა საღოლაშენში დაკეტილია
,,სტანოკია გაფუჭებული, იმას გაკეთება არ უნდა? ეხლა რომ მოხვედით, უფროსი არ არის. როცა ხელმძღვანელი მოვა, მაშინ მოდით"
გორში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღე აღნიშნეს
,,მე შევხვდი უამრავ ადამიანს, შევხვდი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი
თავისუფალ ჭიდაობაში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში
8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში
23:07 / 09.12.2018
გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში ირანელი ტაგი სადესადე დაამარცხა.
საერთაშორისო ტურნირზე ,,ალანები
გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში ირანელი ტაგი სადესადე დაამარცხა. საერთაშორისო ტურნირზე ,,ალანები"
22:07 / 09.12.2018
74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1
დამარცხდა.

74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1 დამარცხდა.

20:19 / 09.12.2018
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან
ფინალში დამარცხდა.
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან ფინალში დამარცხდა.
19:17 / 09.12.2018
ერთმანეთს ,,პრადოსა
ერთმანეთს ,,პრადოსა" და ,,09" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. საჯარიმო სადგომზე არც ერთი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება
18:11 / 09.12.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.