რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მოსკოვში, წმ. ტიხონის უნივერსიტეტში გორი-ატენის, ახალქალაქი-კუმურდოსა და ცაგერი-ლენტეხის მიტროპოლიტები იმყოფებოდნენ
8-20 ნოემბერს, მოსკოვში, წმ. ტიხონის სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საიუბილეო თარიღი - უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი აღინიშნა.

გორისა და ატენის ეპარქიის ცნობით, საიუბილეო დღეების აღსანიშნავად და სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, წელს, უნივერსიტეტში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე იმყოფებოდნენ.

19 ნოემბერს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა, უნივერსიტეტში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად, აღასრულეს საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმარი სასულიერო პირები, სტუდენტები, მრევლი.

19 ნოემბერს გაიმართა საზეიმო საღამო, სადაც წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუმრებმა წაიკითხეს სხვადასხვა საეკლესიო და საერო მოღვაწეთა ოფიციალური მისალოცი-მიმართვები. 20 ნოემბერს კი, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებები წაიკითხეს მეუფე ნიკოლოზმა, მეუფე ანდრიამ და მეუფე სტეფანემ.

,,დღეს წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი არის რუსეთში ერთერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს საღვთისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების მაღალი აკადემიური ხარისხით სწავლება. უნივერსიტეტის ყველა სასწავლო პროგრამა აკრედიტირებულია და მის ბაზაზეა შექმნილი პროგრამები რუსეთის ყველა სასწავლო დაწესებულებისათვის საღვთისმეტყველო საგნებში." - აღნიშნავენ გორის ეპარქიაში.

წმ. ტიხონის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მოქმედებს სამეცნიერო ხარისხის სამივე საფეხურის მინიჭების პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო.

,,სხვადასხვა დროს, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც. დღესაც უნივერსიტეტში მოღვაწეობენ და სწავლობენ ჩვენი თანამემამულეები."- წერია გორისა და ატენის ეპარქიის განცხადებაში.






Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.