რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
,,ლეოგრანდში" დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად ,,სოლიდარობის აქცია" გაიმართება
2017 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე
სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს. ამ შეკრებით
პირველ რიგში, აქციის წევრები 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო
„ლეოგრანდში“ დაღუპულების ხსოვნას მიაგებენ პატივს და სოლიდარობას
გამოუცხადებენ მათ ოჯახებს.
,,24 ნოემბრის პარასკევი დღე წარუშლელ კვალს დატოვებს ქალაქის ისტორიაში. სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში უწყინარ ვითარებაში მხოლოდ 2017 წელს არაერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სამშენებლო საქმიანობისას და სხვადასხვა ვითარებაში. სამწუხაროდ, ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც ასე უმიზეზოდ და გაურკვეველ ვითარებაში ხალხი არ იხოცება.
თითოეულ ასეთ უბედურ შემთხვევაზე, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინაიდან სახელმწიფო ჩვენით იწყება, ჩვენ ვაყალიბებთ სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ნაწილდება საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. საქართველოს კანონმდებლიდან (პარლამენტი) დაწყებული თითოეული მოქალაქის ჩათვლით მონაწილეები ვართ საზოგადოების და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
სწორედ ახლა, ჩვენზეა დამოკიდებული უკვალოდ ჩაივლის თუ არა 11 განწირულის სიცოცხლე. 11 ადამიანი გადაარჩენს თუ არა სხვა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ასეთი მძიმე შემთხვევა გვეძლევა მაგალითად ჭკუის სწავლებისთვის. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ დაღუპული 11 ვაჟკაცის ნაცვლად შესაძლოა ჩვენ ან ჩვენი ძმები/დები, მშობლები და შვილები ყოფილიყვნენ. უნდა გავითავისოთ, რომ თუკი დღეს ჩვენ მხოლოდ დუმილით შემოვიფარგლებით ხვალ ჩვენ აღმოვჩნდებით მსგავს მდგომარეობაში. " აღნიშნულია განცხადებაში.
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეა, რომლის მიხედვით, სახელწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვით ყველა სივრცესა და დაწესებულებაში.
ორგანიზატორების განცხადებით, მშვიდობიანი მანიფესტაცია მიმართულია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ მოთხოვნით შეიმუშაოს საკანონმდებლო პაკეტი და წარადგინოს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც საბოლოოდ მკაფიოდ განსაზღვრავს და გაამკაცრებს სამშენებლო სტანდარტებს, საგზაო მოძრაობის რეგულაციას, სახანძრო უსაფრთხოების ზომებს და დანერგავს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმს.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები