რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ინოვაციურ ბანაკში გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს
3 დეკემბერს, ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკში გამართულ კონკურსზე, გამარჯვებული გუნდი გამოავლინეს. გუნდის წევრების ბიზნეს იდეა, ფინანსური განათლების თემაზე მომზადებულ ინოვაციურ პროექტებს შორის, ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ აღიარეს.

ღონისძიება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ", ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტში, გამართა. პოექტი მონაწილეობა 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან, ზუგდიდიდან და თბილისიდან მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან, საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ინტენსიური კონსულტაციების გასაწევად, საბანკო-საფინანსო სექტორიდან მიწვეულ გამოცდილ ექსპერტებისთვის შეეძლოთ მიემართათ.

პარალელურად, იმსჯელეს ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და სარგებლიანობის შესახებ.

პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს, ევალებოდა პრეზენტაციის და ბიზნეს გეგმის წარდგენა, რის საფუძველზეც ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ეროვნული ბანკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ონდისა (SBFIC) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან, გამოავლინა გამარჯვებული.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ ,,ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისათვის 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი მიიღო.

,,ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიოიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ,,ჯუნიორ ეივმენტ საქართველოს" ამ მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის განხორციელებაში. ,,ინოვაციის ბნაკის" მიზანია მოახდინოს ახალგაზრდების ინტერეის პროვოცირება ფინანური და სამეწარმეო განათლების მიმართულებით და დაეხმაროს მათ ამ კუთით არსებული პრობლემების გუნდურად გადაჭრაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კიდევ არაერთხელ განვახორციელებთ ,,ინოვაციის ბანაკს", ამჯერად საქართველოს სხვა რრგიონებში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

,,სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართვლო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.

ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საერთაშორსო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - ,,სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში, ხუთი კომერციული ბანკისა - თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ჩართულობით.

ინოვაციის ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან ფინანური გნათლებისა და ფინანური ჩართულობის სფეროში არსებული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო, და ცდილობენ ეფექტური, ინოვაციური მეთოდებით გადაჭრან პრობლემები.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.