რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში 84-წლის ქალი საახალწლო სურვილების ასრულებამდე გარდაიცვალა
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში 84-წლის თამარ გამყრელიძე გარდაიცვალა. შინმოვლის დღის ცენტრში, ერთი წევრი გამოაკლდათ. 84-წლის მოხუცისთვის, ამ კვირაში, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი უნდა მიეტანათ.

თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდმილა სალია ამბობს, რომ ქალბატონი განმეორებითი ინსულტით გარდაიცვალა და დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს.

ცოტა ხნის წინ, 30 ნოემბერს, თავშესაფრის მოხუცებმა საახალწლო სურვილები ფურცლებზე დაწერეს და, შემდეგ, ,,სახლის" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვენეს:

,,მე ვარ თამარი, ლოგინად ჩავარდნილი, საახალწლოდ ვისურვებდი ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბს" - წერდა თამარ გამყრელიძე.



წერილების გამოქვეყნების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა მოხუცებისთვის საახალწლო სურვილების ასრულება გადაწყვიტეს.

,,შვილებმა მიმატოვეს... საახალწლოდ მინ და "კაკუჩა" ანუ ხელჯოხი და თბილი ქუდი" - წერს 83-წლის მიშა პაპა. ,,ვაჟიშვილი გარდამეცვალა, ვცხოვრობ ხურვალეთის მოხუცებულთა სახლში. საახალწლოდ საჩუქრად ვისურვებდი თბილ წინდას და თბილ ქუდს" ასეთია 89 წლის არდაგი ილურიძის სურვილი. სანდრო პაპა, 81 წლის: "საახალწლოდ ვისურვებდი თბილ შარვალს და ქუდს. ასთმა მაქვს..." ინგა, 87 წლის: "შვილები არასოდეს მყოლია. პომადა, სახის მკვებავი კრემი და თბილ ქუდს ვისურვებდი საახალწლო საჩუქრად"; "მე ვარ გულო, მარტოხელა, უსახლკარო. ვცხოვრობ ხურვალეთის თავშესაფარში. საახალწლოდ გამიხარდება თბილი შარფი".





გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე" 2016 წელს გაიხსნა. სოციალურ საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დრის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი).

აღნიშნული ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა. სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა.

მან ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.