რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჟენევაში დღეს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება
დღეს, ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი
გაიმართება. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები,
საქართველოს მთავრობის მხრიდან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ,
შეთანხმებაზე ხელმოწერას კვლავ ელოდებიან.
მურატ ჯიოევი, რომლის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,რია ნოვოსტი" ავრცელებს, ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობა, წლებია, ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას არა თუ დე-ფაქტო რესპუბლიკების (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) წარმომადგენლებმა უნდა მოაწერონ ხელი, არამედ - რუსეთმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნა და მისი პირველი რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.
მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.
ორი სამუშაო ჯგუფიდან პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების თემატიკა, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.
მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვ.

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის"
ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი
გამოიყო
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები