ახალი ამბები
49-წლის ბებია დედ-მამისგან მიტოვებულ ბავშვებს ზრდის
მამას ბავშვები, უკვე, ოთხი თვეა არ უნახავს, დედა კი, - იშვიათად გამოჩნდება ხოლმე. ალბათ, მაშინ, როდესაც საშუალება აქვს,  მიიტანოს რამე. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი ბავშვი ბებიასთან (დედის დედასთან) იზრდება. ბებია, სულ რაღაც 49-წლისაა. 

საერთო საცხოვრებელი სოფლისგან მოშორებით მდებარეობს. კომუნისტების პერიოდში მეურნეობის თანამშრომლებისთვის, დროებით საცხოვრებლად აშენდა. მეურნეობის დაშლის შემდეგ, კორპუსი მუდმივ საცხოვრებლად იქცა. თავის დროზე, უხარისხოდ აშენებული შენობა, დღეს, თითქმის მთლიანად მოძველებულია. ბებია და ბავშვები ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობენ. მოძველებული იატაკის ფიცრები რამდენიმე წლის წინ, სახლის გასათბობად გამოიყენეს.

სააგენტო: ,,ბებია კარგად ზრდის ბავშვებს“

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამ ოჯახს კარგად იცნობენ. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე ესაუბრა.

მისი თქმით, ოჯახი სოციალურ დახმარებას, ოთხივე წევრზე იღებს. გარდა ამისა, სოციალური სააგენტოს გორის ორგანიზაციის მუშაკებმა ბებიას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, ბავშვების აყვანაც შესთავაზა:

,,ბებიას შევთავაზეთ, რომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ აგვეყვანა, თუმცა, ამის თაობაზე უარი გვითხრა, იმიტომ, რომ სურს, ბავშვები თავად გაზარდოს. ჩვენი მუშაკები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის შესთავაზეს. ბებია ბავშვებს არაჩვეულებრივად უვლის, კარგი ბებიაა და აღზრდასთან დაკავშირებით, პრეტენზიები თანამშრომლებს არ გასჩენიათ. სხვა სოციალურ პროგრამების განხორციელების დროს, ჩვენი თანამშრომლები ამ ოჯახს ყოველთვის


ითვალისწინებს,“ - ამბობს ტატა გამყრელიძე.

სახელმწიფო ზრუნვის პროგრამა

რა არის მინდობით აღზრდა ? მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა.

მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა(თ), ჩამოერთვა(თ) ან შეუჩერდა(თ) მშობლის უფლება-მოვალეობები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, აქვს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება და მათი გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე? სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება? ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოულოდნელი კეთილი სტუმრები

ამ ოჯახის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორში მცხოვრებმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა. ის ორი დღის წინ სოფელში იმყოფებოდა და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ქართველნის“ წარმომადგენლებთან ერთად ბავშვები და ბებია მოინახულა.

ირმამ წასვლამდე მეზობელს დაურეკა და გაარკვია, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში არ ყოფილან, რადგან წინა დღით გარეცხილი ტანსაცმელი გასაშრობი დარჩენიათ. ამ ოჯახში ყოფნის შთაბეჭდილებები ირმა მთიულიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

,, ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამე კლასელ ბავშვს ყავდა ჩაბარებული. რკინიგზის ლიანდაგებთან მოგროვებული ფიჩხით სახლი ვერ გაეთბოთ. შესასვლელში ურიკაზე სველი ფიჩხი ეწყო. სახლი საკმაოდ ღარიბული, თუმცა დაკრიალებული იყო. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა, რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა. იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იციან, რომ არ უნდა მიეკარნონ. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია, უნდა დააკვირდე, რომ არსად ჩავარდე. არ ვიცი, ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერთმანეთზე აკრულები არიან. ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი აკლიათ.“ - წერს ირმა მთიულიშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
ბატიურიდან შინაური ცხოველი მგლის შიშით იმერხევში გარბის
მგლებისა და ტურების შიშით დედა ღორი გოჭებით მეზობელ სოფელში ეპარება. მისი თქმით, რამდენჯერმე გარეული ცხოვრელი მის სადგომს დაეცა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
კომპანიების წარმომადგენლები ერთხელ დასუფთავებულ ტერიტორას განმეორებით ესტუმრნენ
ხელმეორედ სტუმრობის დროს ნახეს, რომ ტერიტორიებზე კვლავ ნარჩენები ყრია. აუდიტორიული კომპანია ,, Grant Thornton’’-იდან 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
გორის მერი: გორში ბულვარი მოეწყობა (PHOTO / VIDEO)
იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე აქამდე მოწყობილი ავტოსამრეცხაოები, მერიის გადაწყვეტილებით კომბინატის ტერიტორიაზე გადავა
ბაზრის მოვაჭრეები გივის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ (VIDEO)
აქ მომუშავე ყველა თანამშრომელი ვპატრონობთ ამ ძაღლს, ჩვენი გაზრდილია, ძალიან მშვიდია და არავის ერჩის
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
მგლებისა და ტურების შიშით დედა ღორი გოჭებით მეზობელ სოფელში
ეპარება. მისი თქმით, რამდენჯერმე გარეული ცხოვრელი მის სადგომს დაეცა
მგლებისა და ტურების შიშით დედა ღორი გოჭებით მეზობელ სოფელში ეპარება. მისი თქმით, რამდენჯერმე გარეული ცხოვრელი მის სადგომს დაეცა
22:10 / 20.09.2018
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებული არავინაა,
გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული 
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებული არავინაა, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული 
20:54 / 20.09.2018
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 2018 წელს
დაიხარჯება დაახლოებით 775 000 ლარი, ხოლო
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 2018 წელს დაიხარჯება დაახლოებით 775 000 ლარი, ხოლო
14:22 / 20.09.2018
თუკი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის
მოსახლეობის წილი 4%-ზე ნაკლებია, ასეთი მოსახლეობა მიიჩნევა
თუკი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 4%-ზე ნაკლებია, ასეთი მოსახლეობა მიიჩნევა
13:40 / 20.09.2018
მე კი არ ვიგონებ, მე ვამბობ იმას, რასაც ჩვენი მრევლი ამბობს.
კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 
მე კი არ ვიგონებ, მე ვამბობ იმას, რასაც ჩვენი მრევლი ამბობს. კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 
12:26 / 20.09.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.