რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფელ ნიგოზაში აქციის წევრებს ,,რიტუალების შენობა" დაატოვებინეს
13 დეკემბერს, საღამოს, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში არსებული შენობა დატოვეს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა კასპის მერს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა უმიზეზოდ დაატოვებინა შენობა. მისი თქმით, ობიექტი უფუნქციოა და უმოქმედო კულტურის სახლს წარმოადგენს.

კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, აქციის წევრებს არა უმოქმედო, არამედ - რიტუალების სახლის დატოვება და სხვაგან გადასვლა ურჩია.

მხარეებს შორის ინციდენტი შუადღეს დაიწყო. კასპის მერის, მანუჩარ მერებაშვილის განმარტებით, სოფლებში შემოვლას ახორციელებდა.

,,სოფელ ნიგოზაში, რომელიც პატარა სოფელია, ვნახე, რომ თვითმმართველობის ბალანსზე არსებული შენობა დაკავებული აქვთ ამ მოძრაობის წევრებს. როგორც გავარკვიე, ეს მერად ჩემ არჩევამდე მომხდარა. აქციის წევრებს განვუცხადე, რომ შენობა ადგილობრივ მოსახლეობას ჭირდება, არის რიტუალების სასახლე და სახელმწიფომ, სწორედ, მოსახლეობისთვის გააკეთა. ამ შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. მათაც განუცხადეს, რომ პატარა სოფელში უცხო ადამიანების მოძრაობა ბავშვებს აშინებს. ეს იყო, მხოლოდ, რჩევა, გვქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რაც გაითვალისწინეს. ყოველ შემთხვევაში მითხრეს, რომ გაითვალისწინებდნენ მოსახლეობის მოთხოვნას და სხვაგან გადავიდოდნენ. ახლა რას აცხადებენ, არ ვიცი" - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი.

აქციის მხარდამჭერი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სასწრაფო წესით მოითხოვა ოთახის დაცლა, რომელიც მათთანვე სიტყვიერი შეთანხმებით გამოსაზამთრებლად იყო დათმობილი.

,,გარეთ გაგვატანინეს აღჭურვილობა, ვიდეოტექნიკა და ყველა საჭირო ნივთი. ამას წინ უძღოდა მეგობრების მიერ ჩვენთვის შეძენილი კონტეინერების დადგმაზე უარი შსს-ს მხრიდან, იმ მიზეზით, რომ სტაციონარული საგუშაგო რუს ოკუპანტებს გააღიზიანებდა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული მოქმედებები ამ ადგილიდან ჩვენს მოსაშორებლად, ჩვენი მისიის ჩაშლისკენაა მიმართული, რაც არ მოხდება. ჩვენ ექსტრემალურ პირობებში გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, სამოქალაქო მოძრაობისთვის კანონით დაშვებული ყველა აქტივობის ფარგლებში." - აცხადებს ლაშა ბერულავა.

მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია" აქცია 2017 წლის 24 ივლისიდან დაიწყო. აქციის ორგანიზატორების მიზანია გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესებს ,,ლაივ-რეჟიმში" დააკვირდნენ და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ.

სოფელი ნიგოზა ავტობანთან მდებარეობს. იქ ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.